გალის სკოლებში ქართულს დევნიან

შსს-ში არ ადასტურებენ, რომ სასამართლოდან გაპარული პატიმარი პოლიციას თავად ჩაბარდაგავრცელებული ინფორმაციით ყოფილი გალის, ამჟამად ტკვარჩელის რაიონ სოფელ ოქუმის სკოლის დირექტორი მადლენა გურგულია, დიდი ალბათობით სამუშაოს მაძიებელთა სიაში ჩაეწერება. მიზეზი ტკვარჩელიდან ჩამოსული განათლების განყოფილების თანამშრომლები არიან, რომლებმაც სკოლის კედელზე ქართულ წარწერებიანი სურათები და აბრები დააფიქსირეს.

მომხდარი შეიძლება იყოს საბაბი, მიზეზი კი ის არის, რომ აფხაზებს ქართული ენის და ქართული პროგრამით სწავლების ამოძირკვა სურთ. ოქუმის სკოლის დირექტორს, რომელიც  ცდილობს ქართული პროგრამით ასწავლოს მოსწავლეებს, ამ დრომდე ლობირებას უწევდა მამამთილი შოთა შამათავა. ეს უკანასკნელი გახლდათ ყოფილი პარლამენტარი, რომელიც გარკვეული გავლენით სარგებლობდა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მაღალ ეშელონებში. მისი გარდაცვალების შემდეგ გახშირდა სკოლის შემოწმება და არავის არ გაუკვირდება თუ გურგულიას ნაცვლად უმოკლეს ვადებში სოფლის სკოლას აფხაზი ეროვნების დირექტორი მოევლინოს, აცხადებენ ოქუმელები.

 

timer.ge

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმიდის თუ რჩება პარლამენტიდან დავით საგანელიძე? – უმრავლესობაში პასუხი არ აქვთ
შემდეგი სტატიათოვლისგამწმენდი მანქანის მძღოლი: “ მკვლელი არ მინახავს“