გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, სექტემბერში გახდება ცნობილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 3, 2015 22:07

გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, სექტემბერში გახდება ცნობილი

მნიშვნელოვანი

  • ენერგტიკის მინისტრის განცხადებით, ტარიფებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირება არ ჰქონია. "არავისთან დაპირისპირება არ მაქვს. მე თუ ვინმესთან მაქვს დაპირისპირება, ეს ხდება ღიად. მე ჩემი შეხედულებები მაქვს და ამაზე ღიად ვსაუბრობ", - აღნიშნა კალაძემ.

სხვა სტატიები

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე არმაზ ახვლედიანის მიერ პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში უფლებამოსილების შეჩერებას "ღირსეულ გადაწყვეტილებად" აფასებსგაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, სექტემბერში გახდება ცნობილი, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თუ ტარიფის მომატებაზე იქნება საუბარი, მთავრობამ უნდა იმსჯელოს, მოხდება თუ არა სუბსიდირება იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობისთვის და კომერციული სუბიექტებისთვის ტარიფი გაიზრდება.
“კომპანიებმა შეიტანეს განაცხადი მარეგულირებელ კომისიაში. მარეგულირებელი კომისია არის სრულიად დამოუკიდებელი ორგანო და ის ვალდებულია დათვალოს, შეუქმნა თუ არა რაიმე პრობლემა ლარის დევალვაციამ კომპანიებს. შესაბამისად, მას 10 სექტემბრამდე აქვს ვადა მოახდინოს ტარიფის გადათვლა. თუ იქნება ტარიფის მომატებაზე საუბარი, ეს ყველასთვის იქნება ცნობილი. მთავრობამ შემდეგ უნდა იმსჯელოს, ისევ სუბსიდირებას მოახდენს თუ მოხდება მოსახლეობისთვის და კომერციული სუბიექტებისთვის ტარიფის მომატება”, – განახცადა კალაძემ.
მისივე თქმით, თვითონ სუბსიდირების მომხრე არ არის. “მე ზოგადად სუბსიდირების მომხრე არ ვარ. ეს გარკვეულ ეტაპზე მიზანშეწონილი იყო, მაგრამ გრძელვადიან ეტაპზე ეს იქნება მძიმე ჩვენი ბიუჯეტისთვის და მძიმე კომპანიებისთვის”, – აღნიშნა კალაძემ.
ენერგტიკის მინისტრის განცხადებით, ტარიფებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირება არ ჰქონია. “არავისთან დაპირისპირება არ მაქვს. მე თუ ვინმესთან მაქვს დაპირისპირება, ეს ხდება ღიად. მე ჩემი შეხედულებები მაქვს და ამაზე ღიად ვსაუბრობ”, – აღნიშნა კალაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 3, 2015 22:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics