გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო

news
ავტ.: news ივნისი 4, 2015 09:20

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” რეზოლუცია მიიღო.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა, რეზოლუციას მხარი 75 ქვეყანამ დაუჭირა, რაც გასულ წელთან შედარებით (69 ხმა) ექვსით მეტია.
“რეზოლუციის მხარდაჭერის თვალსაზრისით, პოზიტიური დინამიკა ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო ნათლად აცნობიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტური უფლებების განხორციელების მნიშვნელობას. საქართველოს მთავრობა მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა და ამით თითოეულ დევნილს თანაგრძნობა გამოუცხადა. ეს არის ქართული დიპლომატიის დიდი წარმატება”, – განაცხადა გუშინ მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია კვლავ შეეცადა დევნილი მოსახლეობის დაბრუნებისა და ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზებას, თუმცა მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ აღიარა, რომ ეს არის ჰუმანიტარული პრობლემა.

“ჩვენ ვეცადეთ ყველანაირად, რომ ეს არ ყოფილიყო პოლიტიკური რეზოლუცია და ის თავიდან ბოლომდე შემოფარგლულიყო ჰუმანიტარული ხასიათით. შინაარსობრივადაც ეს არის წმინდად ჰუმანიტარული დოკუმენტი. რუსეთის მხარე ყველანაირად შეეცადა, მისთვის პოლიტიკური ელფერი მიეცა, მაგრამ მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ აღიარა, რომ ეს არის ჰუმანიტარული პრობლემა, ის საჭიროებს ყურადღებას და პირველ რიგში, გაეროს მხრიდან”, – განაცხადა დონდუამ.

მისივე თქმით, კონკრეტული ინფორმაცია, თუ რომელმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი რეზოლუციას და რომელმა არა, ამ წუთებში მუშავდება.

news
ავტ.: news ივნისი 4, 2015 09:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics