გაერთიანებული წყალმომარაგებების ყოფილ ხელმძღვანელს მისივე ბუღალტერი უჩივის

news
ავტ.: news ნოემბერი 2, 2015 15:37

გაერთიანებული წყალმომარაგებების ყოფილ ხელმძღვანელს მისივე ბუღალტერი უჩივის

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი მთავარი ბუღალტერი ყოფილ ხელმძღვანელსა და ზვიად ჯანყარაშვილს ადანაშაულებს-ამის შესახებ განცხადება, თამარ ფხოველიშვილმა საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულის სახით დაკითხვისას გააკეთა. ბრალდებული თამარ ფხოველიშვილი აცხადებს, რომ დანაშაულებრივ სქემაში, რომელსაც კომპანიის მაშინდელი ხელმძღვანელი არჩილ ცაბუტაშვილი კურირებდა, მას მწვანე შუქი ზვიად ჯანყარაშვილისგან ჰქონდა. ბრალდებულის სახით დაკითხვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ცაბუტაშვილმა დაკითხვისას რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის გვარიც ახსენა, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ცაბუტაშვილი ყოფილი მინისტრების, ელგუჯა ხოკრიშვილისა და დავით შავლიაშვილის ახლო მეგობარია. მისი თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროსა და წყალმომარაგების კომპანიას შორის კადრები სწორედ მათთან შეთანხმებით იცვლებოდა.
რაც შეეხება უშუალოდ დანაშაულის თემას, როგორც თამარ ფხოველიშვილმა დაკითხვისას აღნიშნა, წყალმომარაგების კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, კახა სოლოღაშვილმა მოამზადა სქემა, რომლის მიხედვითაც, გარკვეული თანხები იმ ანგარიშზე უნდა გადარიცხულიყო, რომელიც კომპანიას აღარ ეკუთვნოდა. როგორც ფხოველიშვილმა თქვა, ცაბუტაშვილმა მას უთხრა, რომ გადარიცხული თანხების 20% მისი იქნებოდა, 80% კი მას ცაბუტაშვილთან უნდა მიეტანა. თამარ ფხოველიშვილის მტკიცებით, კომპანიიდან მითვისებული 3 მილიონამდე ლარიდან 1 700 000 ლარი დახარჯული აქვს არჩილ ცაბუტაშვილს. მიცემულ ჩვენებაში ფხოველშვილმა თავი წარდგენილ ბრალდებაში ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ მან აღნიშნა, ჯგუფური დანაშაული არა იმ პირებთან ერთად ჩაიდინა, რომლებიც ამ საქმეზე ბრალდებულები არიან, არამედ ცაბუტაშვილთან და სოლოღაშვილთან, რომლებმაც უშუალოდ სქემაში მონაწილეობა შესთავაზეს.

news
ავტ.: news ნოემბერი 2, 2015 15:37

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics