გაბელიამ ,,ბარსელონასთან,, სახიფათო ტრამვა მიიღო… (VIDEO)

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 7, 2015 22:42

გაბელიამ ,,ბარსელონასთან,, სახიფათო ტრამვა მიიღო… (VIDEO)

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებისა და ყაზახური ,,ბიიკ კაზიგურტის,, ლიდერმა გულნარა გაბელიამ, ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/32 ფინალურ მატჩში ,,ბარსელონას,, წინააღმდეგ თამაშისას სახიფათო ტრამვა მიიღო...

სხვა სტატიები

gulnara-vs-barsa-2საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებისა და ყაზახური ,,ბიიკ კაზიგურტის,, ლიდერმა გულნარა გაბელიამ, ევროპის ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/32 ფინალურ მატჩში ესპანური ,,ბარსელონას,, წინააღმდეგ თამაშისას სახიფათო ტრამვა მიიღო…

ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში ჩატარებული მატჩის მიწურულს, რომელშიც ადგილობრივმა ,,ბიიკმა,, – ,,ბარსელონასთან,, ფრედ 1:1 ითამაშა,  გულნარა გაბელიას წინააღმდეგ ,,ბარსელონას,, მეკარემ სანდრა პანოსმა, მეკარის საჯარიმო მოედნის გარეთ ძალიან უხეშად ითამაშა… მაღალი ბურთისათვის საჰაერო ბრძოლაში ჩაბმულ გაბელიას, ,,ბარსელონას,, მეკარის იდაყვი სახეში, მუხლი კი – მკერდის არეში იმდენად ძლიერად მოხვდა, რომ ფეხბურთელმა გონება დაკარგა და მოცელილივით დაეცა მინდორზე…  გონებადაკარგული ფეხბურთელი, გუნდის ექიმებისა და პირდაპირ მინდორზე გასული რეანომობილის სამედიცინო ეკიპაჟის  ჩარევის მიუხედავად, მხოლოდ 2 საათის შემდეგ ქალაქის საავადმყოფოში მოვიდა გონს. ჩატარებული სამედიცინო ღონისძიებებისა და გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ გაბელიას საბედნიეროდ მოტეხილობები არააქვს და არც თავის ქალის დაზიანება… მას დაზიანებული აქვს სახის მიდამოები და დაბეჟილი აქვს გულ-მკერდის არე… სახეზე  ექიმებს რამდენიმე ნაკერის დადებაც მოუწიათ…,,თაიმერის,, ინფორმაციით ფეხბურთელი ამჟამად საავადმყოფოდან გამოწერეს და ,,ბიიკის,, ბაზაზე იმყოფება… მას წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული.

gulnara-tramvaითამაშებს თუ არა გაბელია ერთი კვირის შემდეგ ბარშელონაში განმეორებით მატჩში, ამას გუნდის ექმები რამდენიმე დღიანი დაკვირვების შემდეგ გადაწყვეტენ… თუმცა თავად გაბელია ,,თაიმერთან,, საუბარში აცხადებს, რომ ,,ბარსას,, წინააღმდეგ მომავალ კვირას აუცილებლად ითამაშებს…

აღსანიშნავია, რომ განვლილ მატჩში ,,ბარსელონას,, ფეხბურთელებმა უხეშად არაერთხელ ითამაშეს  გაბელიას წინააღმდეგ, ხოლო ბოლო ეპიზოდში, როდესაც გაბელიამ სერიოზული ტრამვა მიიღო, ,,ბიიკის,, გუნდის ხელმძღვანელობის აზრით, მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა და მეკარისთვის ბარათი უნდა ეჩვენებინა, რადგან მან საკუთარი საჯარიმოს გარეთ ბურთზე თამაში ვერ შეძლო და მოწინააღმდეგეს სერიოზული ტრამვა მიაყენა… რის გამოც კლუბის ხელმძღვანელებმა უკვე გააგზავნეს საჩივარი უეფა-ში… უაზახეთიდან მიღებული ინფორმაციით, უეფა ამ ინციდენტს უახლოეს ხანში განიხილავს.

www.timer.ge

/იხილეთ 2 ვიდეო/

Women’s Champions League BIIK-FC Barcelona (1-1) from datka2 on Vimeo.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 7, 2015 22:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics