ბურჯანაძე: “ქართულმა ოცნებამ”არ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რისთვისაც იური ვაზაგაშვილი იბრძოდა

news
: news იანვარი 24, 2015 20:26

ბურჯანაძე: “ქართულმა ოცნებამ”არ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რისთვისაც იური ვაზაგაშვილი იბრძოდა

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს სამების საკათედრო ტაძარში თანაპარტიელებთან ერთად მიუსამძიმრა. როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, ეს დანაშაული ცინიზმით ჩადენილი დანაშაულია.

“ვუსამძიმრებთ მე და ჩემი მეგობრები იურის ოჯახს, მის მეუღლეს, მის ახლობლებს და ამავდროულად მთელ საქართველოს, რადგან მივიჩნევთ, რომ საზარელი დანაშაულით, საოცარი ცინიზმით ჩადენილი დანაშაულით სილა გააწნეს მთელ საქართველოს. ეს იყო გამოწვევა თითოეული ჩვენგანისთვის, იმიტომ, რომ არ მსმენია არც მე, არც არავის ის ცინიზმი, როდესაც ტრაგიკულად დაღუპული შვილის საფლავზე ასეთი სისასტიკით უსწორდებიან ადამიანს. მიგვაჩნია, რომ რაც მოხდა იმის ბრალია, რომ “ქართულმა ოცნებამ” არ აღადგინა სამართლიანობა, არ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რისთვისაც იური ვაზაგაშვილი და სხვები იბრძოდნენ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე განცხადებით, ეს ყველაფერი არის იმ მახინჯი კოჰაბიტაციის შედეგი, რომლითაც თავი მოჰქონდა “ქართულ ოცნებას”.

“ქართულმა ოცნებამ” სირცხვილი მეტ-ნაკლებად მაინც უნდა ჩამოირეცხოს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს დანაშაული იქნეს გამოძიებული, წინააღმდეგ შემთხვვეაში, გაჩნდება ეჭვი, რომ მართლაც არ აწყობთ ამ დანაშაულის გახსნა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

news
: news იანვარი 24, 2015 20:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,393
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics