
“ჩვენც და „პატრიოტთა ალიანსიც” ორივე ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას, მე ძალიან კეთილად ვარ განწყობილი „პატრიოტთა ალიანსის” ცალკეული წარმომადგენლების მიმართ, მაგრამ არ მიწყენენ თუ ვიტყვი, რომ მოსახლეობა შეადარებს იმას, თუ ვის შეულძლია საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნების შესრულება და ნათლად დაინახავს ჩვენს უპირატესობას ნებისმიერ სხვა ძალასთან. რაც შეეხება რამე ტიპის ალიანსს, ჯერ ნაადრევია ამასთან დაკავშირებით საუბარი, დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად ვიყაროთ კენჭი, რადგან გვაქვს საკმარისი ძალა, მაგრამ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები”, – აღნიშნა ბურჯანაძემ















