ბურჯანაძემ რუსულ ტელეარხზე სააკაშვილზე ისაუბრა (VIDEO)

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 5, 2015 03:20

ბურჯანაძემ რუსულ ტელეარხზე სააკაშვილზე ისაუბრა (VIDEO)

მნიშვნელოვანი

  • დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რუსულ ტელეარხ ,,როსია-1,,-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის საკაშვილის დანიშვნამ უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე აღაშფოთა...

სხვა სტატიები

,,დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს,, ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რუსულ ტელეარხ ,,როსია-1,,-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის საკაშვილის დანიშვნამ უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე აღაშფოთა…

ბურჯანაძის განცხადებით, ის პირველ რიგში უკრაინის ხელისუფლების ქმედებებმა აღაშფოთა, რომელმაც საააკაშვილი იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის გადმოეცათ როგორც ძებნილი, სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშნა…

,,ოდესელები სააკაშვილის დანიშვნით არაფერ კარგს არ უნდა ელოდნენ… სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ ოდესაში შექმნას პოლიტიკური არასტაბილურობა და გაამწვავოს სიტუაცია… ჩემი აზრით, სააკაშვილს დაკისრებული აქვს მისია და რაც ახლა უკრაინაში და ოდესაში ხდება, ეს ერთმნიშვნელოვნად იმ პროექტის ნაწილია, რომელსაც ზოგიერთი დასავლური წრეები ახორციელებენ…  ის რომ ოდესაში, სადაც ახლა განსაკუთრებით საჭიროა სიწყნარე, სააკაშვილს სპეციალურად ნიშნავენ. ეს ხდება იმიტომ, რომ  მან იქ ანტირუსული დროშა აფრიალოს და დაძაბულობა შექმნას. ვიღაც-ვიღაცეებს დასავლეთში არ ყოფნით ის სანქციები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული მათ ძალიან აღელვებთ რომ ევროპელებმა უკვე დაიწყეს სანქციების გაუქმებაზე საუბარი და ვიღაცას სჭირდება, რომ სიტუაცია სხვა რეგიონებშიც დაიძაბოს… ვიღაცას სჭირდება, რომ რუსეთისკენ მიუთითოს და დამატებითი სანქციები შემოიღოს… ამ როლისთვის კი სააკაშვილი იდეალურად ერგება,, განაცხადა ბურჯანაძემ რუსულ ტელერხთან საუბრისას.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 5, 2015 03:20