ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად თბილისში 2 ბავშვი მოიწამლა

news
: news იანვარი 12, 2015 16:14

ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად თბილისში 2 ბავშვი მოიწამლა

თბილისში ყოფილი შირშოვის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 3 ადამიანი მოიწამლა. არსებული ინფორმაციით მოწამლულთა შორის ორი ბავშვია.

რამ გამოიწვია ხოზრევანიძეების ოჯახში ბუნებრივი აირის გაჟონვა ეს ამ დრომდე უცნობია.

არსებული ინფორმაციით ბავშვები საავადმყოფოში მამამ საკუთარი მანქანით გადაიყვანა. სწორედ ოჯახის უფროსმა იპოვა მოწმამლული ოჯახის წევრები სახლში. ადგილობრივები აცხადებენ რომ ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება ოჯახის დიასახლისს, ის ამ დრომდე სახლში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე ამ წუთებში უკვე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.

news
: news იანვარი 12, 2015 16:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,393
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics