ბუბა კუდავა განათლების სამინისტროს პასუხობს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 15, 2015 17:48

ბუბა კუდავა განათლების სამინისტროს პასუხობს

12102471ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა კუდავა განათლების სამინისტროს დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. კუდავას შეფასებით, თავად სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება წარმოადგენს აკადემიკოსებზე ზეწოლას.

“როგორც მოთხოვნილი იყო, ჩემს საკონკურსო განაცხადს თან ერთვოდა რეკომენდაციები. რეკომენდაციათა ნაწილს იძლევა მეცნიერებათა აკადემიის რამდენიმე განყოფილება და რამდენიმე აკადემიკოსი. არ მესმის, ეს როგორ შეიძლება ზეწოლად ჩაითვალოს. თურმე მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებს არა აქვთ აზრის გამოთქმის საშუალება. აბა რისთვის ტარდება კონკურსი? რისთვის არის მოთხოვნილი რეკომენდაციები. ვთვლით, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უშუალოდ ახორციელებს ზეწოლას საკონკურსო კომისიაზე საკონკურსო პროცესზე, რასაც წინასწარ აანონსებს არარსებული აუდიტის დასკვნის შესახებ, როდესაც წინასწარ აცხადებს, რომ საქმემ შეიძლება სხვა ორგანოებში გადაინაცვლოს და წინასწარ საუბრობს იმ დარღვევებზე, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის და რაზეც გვაქვს პასუხი. ზეწოლა სწორედ ეს არის რეალურ კანდიდატზე ამ საკონკურსო პროცესში”, – განუცხადა ჟურნალისტებს ბუბა კუდავამ.

7yhrrt

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმართავს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებს და ყველა დაინტერესებულ პირს, შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ სხვადასხვა სახის განცხადებებისა და ზეწოლისაგან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორობის მსურველ პირებზე და იმ კომისიის წევრებზე, რომლებმაც ახლო მომავალში ცენტრის დირექტორი უნდა გამოავლინონ.
აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტო განცხადებას ავრცელებს.

“გამომდინარე იქიდან, რომ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებამ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში ბუბა კუდავას კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე დადგენილება გამოსცა, სამინისტრო მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომით იქმნება არაჯანსაღი გარემო, რაც კონკურსანტებს არათანაბარ პირობებში აყენებს.
სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ მხოლოდ გამჭვირვალე პროცედურებითა და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით მოქმედებს და იმოქმედებს. სწორედ ამ მიზნით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის შესარჩევად, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდა არა მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენლებით, არამედ, შესაბამისი დარგის სპეციალისტებით. კომისიის ერთ-ერთი წევრია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა ალექსიძეც. აღსანიშნავია ისიც, რომ სურვილის შემთხვევაში, თითოეული კანდიდატისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს გასაუბრების ვიდეო გადაღებას, რისი გასაჯაროების უფლებაც კანდიდატს აქვს. შესაბამისად, პროცესი იქნება გამჭვირვალე და უზრუნველყოფს თითოეული კანდიდატის ინტერესების დაცვას. სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს თავი შეიკავონ პროცესის გართულებისაგან, რათა კომისიას მიეცეს საშუალება თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 15, 2015 17:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,725
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics