ბრიუსელში გაზეთ “Le Soir”-ის რედაქციიდან თანამშრომელთა ევაკუაცია განხორციელდა

news
ავტ.: news იანვარი 11, 2015 20:02

ბრიუსელში გაზეთ “Le Soir”-ის რედაქციიდან თანამშრომელთა ევაკუაცია განხორციელდა

ბრიუსელში სამართალდამცავებმა გაზეთ “Le Soir”-ის რედაქციიდან თანამშრომელთა ევაკუაცია განახორციელეს, რასაც წინ უძღოდა მუქარის შემცველი ანონიმური ზარი. ამის შესახებ გაზეთის ვებგვერდი იუწყება.

ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო ზარისას უცნობმა პირმა განაცხადა, რომ აფეთქების მუქარას სერიოზულად მოკიდებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაზეთის ოფისში ბომბი აფეთქდებოდა. მანვე მოითხოვა, რედაქციამ შეწყვიტოს “შარლი ებდოსთან” დაკავშირებული სიახლეების გაშუქება.

პოლიციამ რედაქციასთან ახლოს მყოფი სხვა შენობებიდანაც განახორციელა მოსახლეობის ევაკუაცია.
პარიზში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა პატივის მისაგებად ბრიუსელში ათიათასიანი მარში გაიმართა.

news
ავტ.: news იანვარი 11, 2015 20:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics