ბრიტანელი ვალკირია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 12, 2015 12:03

ბრიტანელი ვალკირია

ბრიტანელი ვალკირია  ჰიტლერს ქალების კომპანიაში ყოფნა საკმაოდ ხიბლავდა. რეალურად არიული რეიხი არარიელი ქალბატონებისგან სავსეც კი იყო. რეიხსკანცლერი საკმაოდ ყურადღებიანი პირვონება გახლდათ და კომუნიკაბელურიც.

რესტორანი OSTERIA BAVARIA, მიუნჰენი, გერმანია, 1935 წლის 9 თებერვალი. ესესის რაზმმა ალყა შემოარტყა რესტორანს და ფიურერს შესასვლელისკენ გზა გაუწმინდა. ჰიტლერმა თავაზიანად მენიუ მოითხოვა და კუთხეში მჯდარ ქერათმიან მანდილოსანს გახედა. დაცვის ოფიცერს ჩაულაპარაკა, რომელიც ეულ სტუმარს თავზე დაადგა და აცნობა რომ ფიურერი მას სადილზე იწვევდა. ლამაზი ქალი ჰიტლერის გარემოცვაში აღმოჩნდა. დუმილი რეიხსკანცლერმა დაარღვია:
– რამ აიძულა ბარონ რედესდეილის მომხიბვლელი ფროლაინი რომ ყოველდღე ამ მივიწყებულ რესტორანში ნამცხვარს გეახლებათ?
მანდილოსანი არ დაფიქრებულა ისე უპასუხა ყოვლისშემძლე გერმანელ მასპინძელს:

– ჩემო ფიურერო! გასული წლის ოქტომბრიდან გერმანიაში ცხოვრება ვამჯობინე და სამშობლო თქვენი გულისთვის დავტოვე. მე უნიტი მიტფორდი ვარ.

ასე გაიცნეს ერთმანეთი ჩერჩილის ნათესავმა უნიტი მიტფორდმა და ადოლფ ჰიტლერმა ერთმანეთი. რამდენი დღის შემდეგ კი უნიტიმ რეიხსკანცლერისგან საჩუქრად მიუნჰენში ფეშენებელურ ბინას აჩუქებს. მისამართი: აგნესა შტრასე 20.

ბრიტანელი ვალკირია

ახალგაზრდა ინგლისელი არისტოკრატი ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მთავარი პირიც კი გახდა. ბერლინის რადიო, რეიხის გაზეთები აჭრელდა ახალი სენსაციური ამბით. პროპაგანდისტული თვალსაზრისით მესამე რეიხი მოგებულის როლში გამოვიდა. მართალია ლონდონში ბევრს არ ესიამოვნა ეს ამბავი, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდათ. ბი-ბი-სი-მ აიტაცა ძალაუნებურად მომხდარი და მალე ყველაფერი მიჩუმათდა.

ბრიტანული არქივები დღემდე სიჩუმეს ამჯობინებენ არადა, სულ მალე მეორე სასწაული გამოცხვა, უნიტის გერმანიაში და ესტუმრა. აქტიურობა პროპაგანდის მინისტრმა გამოიჩინა. უნიტი მიტფორდს გერმანიაში ვალკირია შეარქვეს.

1936 წლის ნოემბერს გებელსმა თავაზიანად დაუთმო საკუთარი ბინა ინგლისელ ფაშისტთა ლიდერს ოსვალდ მოსლის და მის ახალგაზრდა მეუღლეს დიანა მიტფორდს. ეს უკანასკნელი გერმანულ ვოიაჟამდე, გრაფ გინესს გაეყარა და საკუთარი დის უნიტის სანახავად ჩავიდა მიუნჰენში. საღამოს ცხრა საათზე კი ბინაში სტუმრად თავად რეიხსკანცლერი მივიდა. მან ახალშეუღლებულებს გერმანიის მოქალაქეობის დამამტკიცებელი სიგელი საზეიმოდ გადასცა. წასვლის წინ კი ფიურერმა მოსლის და დიანას ვერცხლის ჩარჩოში ჩასმული საკუთარი სურათიც უსახსოვრა.

ბრიტანელი ვალკირია

მიუხედავად რეიხსპასისა, წყვილი მომავალ მოგზაურობებში ბრიტანულ საბუთს იყენებდა. მართალია ჰიტლერს ყოველივე არ ესიამოვნა, თუმცა დუმილი ამჯობინა კვლავ. ეს ის დრო იყო, როდესაც ნისლიან ალბიონს უსუსტესი პოლიტიკოსები მართავდნენ და მოსლის მტრად გადაკიდება გერმანელი ხალხის ფიურერს ნამდვილად არ წაადგებოდა.

ამასობაში, რეიხსმარშალი გერინგიც გააქტიურდა და ნადიმს ნადიმზე აწყობდა ბრიტანელი დიპლომატების საპატივცემულოდ, რომლებიც გერმანიაში იყვნენ აკრედიტირებულნი. გერიგს პოლონეთის ელჩი ლუკასევიჩი დაეხმარა ყოველივეს ორგანიზებაში. ნელნელა იკვრებოდა სამკუთხედი …

უნიტი მიტფორდი რეალურად ბრიტანეთის ელჩზე პოპულარული იყო. მას ყურადღებას არავინ აკლებდა. მიუნჰენში ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ყველასთვის მოულოდნელად გერმანიამ კურსი პოლონეთისკენ აიღო. მიტფორდის კავშირი სამშობლოსთან რეიხისთვის გაცივდა.

1939 წლის 4 სექტემბერი. ბერგჰოფი. დილის 5 საათი. სულ რაღაც საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰიტლერმა დაიძინა. პოლონეთის კომპანია წარმატებით მიმდინარეობდა. ფიურერიც კარგ ხასიათზე იყო. თუმცა, მალე ის ადიუტანტმა ოტო გიუნშემ გააღვიძა.
– ჩემო ფიურერო, უნიტი მიტფორდმა თვითმკვლელობა სცადა. სასიხარულოდ გადარჩა. მთელი მიუნჰენის სამედიცინო პერსონალი ფეხზე დგას.
– გიუნშე! ყოველივე იმ ღორი ჩერჩილის ბრალია. ვალკირიას გუშინდელ დღემდე ეგონა და დარწმუნებული იყო, რომ ბრიტანეთი ომს არ გამოგვიცადებდა. ჩემი სახელით, გადაეცით ყვავილების თაიგული. აუცილებლად დაუკავშირდით ბერნს, აჯობებს იქ გაიაროს მკურნალობის კურსი.

tit-poil

სიცოცხლის ბოლომდე უნიტი და დიანა ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მეხოტბეებად დარჩნენ. 1948 წელს შოტლანდიაში მათ რომაული სალამით პატივი მიაგეს დაღუპულ გერმანელ ჯარისკაცებს. როგორც ამბობენ, ჩერჩილს არაერთხელ ჰქონია საუბარი ვალკირიასთან. ზღვის ლომი ჰიტლერის პიროვნებასაც კი სწავლობდა, მაგრამ ამომწურავი პასუხი ნათესავისგან ვერ მიიღო.

ისმის ლოგიკური კითხვა, თუ რად დასჭირდა გამარჯვებულ პრემიერს რეიხსკანცლერის შესწავლა დეტალურად, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა…

ბექა კვიციანი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 12, 2015 12:03