ბრიტანეთის დაზვერვამ აგენტები გამოიწვია

ბრიტანეთის დაზვერვის ,,მი-6,,-ის რამდენიმე თანამშრომელი ოპერატიულ საქმიანობას ჩამოაშორეს იმის გამო, რომ რუსეთისა და ჩინეთისთვის ხელმისაწვდომი გახდა დაზვერვის თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია… ამის შეახებ ბიბისი ბრიტანეთის მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

Sunday Times-ის ცნობით, რამდენიმე ხნის წინ რუსეთმა სნოუდენის მიერ გადაცემული მილიონზე მეტი ფაილის წვდომის კოდი გატეხა. გამოცემის თანახმად, ჩინეთმაც მიიღი მსგავსი ინფორმაცია აგენტების და მათი მუშაობის შესახებ, რაც ბრიტანელი და ამერიკელი დაზვერვის თანამშრომლების იდენთიფიცირებას უწყობს ხელს. შედეგად, დაზვერვის სამსახური იძულებული გახდა თავისი აგენტები «მტრული ქვეყნებიდან» გამოეწვია, წერს Sunday Times . როგორც ბიბისის სამთავრობო წყარო იტყობინება, მას შემდეგ რაც რუსეთს და ჩინეთს აგენტებზე დეტალური ინფორმაცია გაუჩნდათ, ბრიტანეთი იძულებული გახდა მნიშვნელოვანი ინფორმაციების შეგროვება გაეჩერებინა. ინფორმაციის წყაროს თქმით, მთავრობას ჯერჯერობით არა აქვს მონაცემები, გაჟონილი ინფორმაციით რამდენი აგენტი დაზარალდა. 2013 წლის ივნისში ედუარდ სნოუდენმა «ვაშინგტონ პოსტს» და «გარდიანს» საიდუმლო მასალები გადასცა, რომელიც აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ინტერნეტ-თვალთვალის პროცედურებს ეხებოდა. სნოუდენი ინფორმაციის ტირაჟირების შემდეგ ჰონკონგში გაფრინდა, ჰონკონგიდან – მოსკოვში, სადაც მას დროებითი თავშესაფარი მისცეს. აშშ სნოუდენს სახელმწიფოებრივი ქონების მოპარვაში და ინფორმაციის უკანონო გამოყენებაში სდებს ბრალს

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
შემდეგი სტატიაკალაძის განმარტებით უსაფრთხოების მიზნით მოხალისეების ჩართულობა ამ ეტაპზე საჭირო აღარ არის