ბრაზილიის პოლიციამ იტალიის მაფიის ყოფილი წევრი დააკავა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 27, 2015 13:11

ბრაზილიის პოლიციამ იტალიის მაფიის ყოფილი წევრი დააკავა

mafiaბრაზილიის პოლიციამ 65 წლის პასკუალე სკოტტი დააკავა, რომელიც ნეაპოლში დანაშაულებრივ დაჯგუფება “ახალ კამარას” ხელმძღვანელობდა 1984 წელს. იტალიის პოლიციას ის რომ დაეკავებინა, მკვლელობების და თაღლოთობის ბრალდებებისათვის სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა.
დღეს დილით სკოტტის დაკავება მაშინ მოხდა, როცა მან შვილები სკოლაში წაიყვანა. უახლოეს მომავალში მისი იტალიაში გადაგზავნა მოხდება.
პასკუალე სკოტტი დაჯგუფება “ახალი კამორის” ხელმძღვანელი იყო და თითქმის ყველა სფეროს განკარგავდა 1980-იან წლებში ნეაპოლში.დაჯგუფება ეწეოდა სიგარეტის და ნარკოტიკის კონტრაბანდას, გამოძალვას. მშენებობებთან დაკავშირებულ შავი საქმიანობებს. ისინი კლავდნენ მოწინააღმდეგეების მეგობარ გოგოებს.
1983 წელს ის პოლიციამ დააკავა, რომლის შემდეგაც მათთან თანამშრომლობა დაიწყო. პასკუალე დაახლოებით ერთ წელში გაუჩინარდა და მისი პოვნა ვერ მოხერხდა.
რომ არა მისი კავშირი ბრაზილიელ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან, სავარაუდოდ, მას ვერც ახლა იპოვიდა პოლიცია. ბრაზილიაში ის ყალბი დოკუმენტებით გადავიდა, დაიწყო ლეგალური ბიზნესი და სოლიდური და საქმიანი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობდა. შეირთო ადგილობრივი მეუღლე და ყავდა შვილები. ოჯახის წევრებმა მისი წარსულის შესახებ არაფერი იცოდნენ.
პასკუალემ პოლიციას განუცხადა, რომ წარსულის დავიწყება უნდოდა, რომელიც სავარაუდოდ, უკვე ვერ გამოუვა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 27, 2015 13:11