ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის ავტომობილი დაწვეს

news
ავტ.: news აგვისტო 21, 2015 11:45

ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის ავტომობილი დაწვეს

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს საკუთარ ეზოში ავტომობილი დაუწვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება 188-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ავტომობილის ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდება, რამ გამოიწვია ეს ფაქტი. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის.
გარდა ამისა, შსს-ში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჩაჩანიძის მეზობლად მცხოვრები თითქმის ყველა მამაკაცი დაკითხეს და მათზე პოლიციის ძალადობა განხორციელდა.

news
ავტ.: news აგვისტო 21, 2015 11:45