ბორის ნემცოვის საქმოქალაქო პანაშვიდზე ვლადიმერ პუტინი არ მივა

ბორის ნემცოვის მკვლელობა - პასუხგაუცემელი კითხვები

მოსკოვში უკვე ერთ საათზე მეტია მოკლული 55 წლის ბორის ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სამგლოვიარო ცერემონიალში მონაწილეობას მოსკოვში აკრედიტირებული დიპლომატები, ოპოზიციის ლიდერები და ნემცოვის თანამოაზრეები ღებულობენ მონაწილეობას.

ზახაროვის ცენტრში იმყოფება რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრი არკდი დვარკოვიჩი. არსებული ინფორმაციით სამგლოვიარო ცერემონიალში, რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მონაწილეობას არ მიიღებენ.

ოპოზიციის ლიდერები და მოქალაქეები ამბობენ, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობა არ იქნება სათანადოდ გამოძიებული და მკვლელი დაუსჯელი დარჩება.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა და სამგლოვიარო ცერემონიალში მონაწილე პირებმა განაცხადეს, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყება.

სამოქალაქო პანაშიდში და დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობას ვერ მიიღებს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ზახაროვის ცენტრი სადაც ბორის ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს უახლოეს პერიოდში შემოწმდება.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგიორგი კახიანი: დღესაც რომ ჩატარდეს კენჭისყრა, ნინო გვენეტაძე საკმაოდ დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს
შემდეგი სტატიაკობზონმა დამწვარი რუსი ტანკისტები მოინახულა (ვიდეო)