ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს

ბორის ნემცოვი

11034248_776193022476292_5225341683707409486_nშსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელენა ალექსეევამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს . დაზუსტებული ინფორმაციით, მას ექვსჯერ ესროლეს. ალექსეევას განცხადებით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის განკარგულებით, საქმის გამოძიებაში ყველაზე საუკეთესო კრიმინალისტები არიან ჩართულები.
ამ დროისთვის იკითხება ის ქალბატონი, ვისთან ერთადაც ბორის ნემცოვი სეირნობდა. ცნობილია, რომ ქალბატონი, რომელიც დაბადებულია 1991 წელს, უკრაინის ტერიტორიიდან არის ჩასული.
“ინტერფაქსის” ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერის მკვლელობის გამოძიება ვლადიმერ პუტინმა პირად კონტროლზე აიყვანა.

ვირუსის ბლოკატორები