“ბოლო-ბოლო ოჯახები გვყავს და სულ არ არის საჭირო საჯარო სივრცეში ასეთი საზიზღრობა, სადიზმი და დამამცირებელი კადრები ვრცელდებოდეს”

news
ავტ.: news ოქტომბერი 26, 2015 18:37

“ბოლო-ბოლო ოჯახები გვყავს და სულ არ არის საჭირო საჯარო სივრცეში ასეთი საზიზღრობა, სადიზმი და დამამცირებელი კადრები ვრცელდებოდეს”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური სექსუალური ძალადობის ამსახველი ჩანაწერების გავრცელებაში ხელისუფლების კავშირს გამორიცხავს.

“გამოძებამ უნდა დაადგინოს, როგორ ხდება ამ ჩანაწერების გავრცელება. ჩვენ აღარ გვინდა ამ ბოროტი პერიოდის მუდმივი აჩრდილისა და გავლენის ქვეშ ვიყოთ. ბოლო-ბოლო ოჯახები გვყავს და სულ არ არის საჭირო საჯარო სივრცეში ასეთი საზიზღრობა, სადიზმი და დამამცირებელი კადრები ვრცელდებოდეს. ეს უნდა დამთავრდეს. ის, თუ ვისი გავრცელებული შეიძლება იყოს ეს კადრები, ხდება ხელის გაშვერა ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ. თუ ვინმე იტყვის, რომ აღნიშნული ჩანაწერების მხოლოდ ერთი – ორიგინალი ვარიანტი არსებობდა და ამ წამების ჩამდენებს მათი ასლები არ ჰქონდათ და გავრცელება არ შეეძლოთ, ეს არასერიოზულია. ეს კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს და რაღაც შედეგამდე უნდა მივიდეთ”, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.
გუშინ უკრაინული საიტის მეშვეობით სექსუალური ძალადობის ამსახველი მორიგი ჩანაწერი გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ძალადობის კადრები წინა ხელისუფლების პერიოდშია ჩაწერილი და მასში ძალოვანი უწყების თანამშრომლები მონაწილეობენ.

news
ავტ.: news ოქტომბერი 26, 2015 18:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,622
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics