,,ბოკო ჰარამმა,, 50 ადამიანი მოკლა და 500 გაიტაცა

ამ დღეებში ნიგერიის ჩრდილოეთით ქალაქ დამასაკში ,,ისლამისტური სახელმწიფოს,, აფრიკული ფრთის ,,ბოკო ჰარამის,, მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი მოკლული და 500-დე გატაცებული იქნა. გატაცებულთა შორის მრავლად არიან ბავშვები და ქალები.

,,ბოკო ჰარამმა,, დამასაკზე თავდასხმისას, იერიში მიიტანა ყველაზე დიდ მეჩეთზე… დახოცილთა და დატყვევებულთა უმეტესობაც სწორედ ამ მეჩეთის მომლოცველები იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებულთა ახლობლებს ამ დრომდე ინფორმაციოა არ აქვთ მძევლების ადგილსამყოფელისა და მათი მდგომარეობის შესახებ.

საინფორმაციო სააგენტოები აღნიშნავენ, რომ ,,ბოკო ჰარამის,, ბოლო მასშტაბური თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, იყო ერთგვარი შურისძიება ნიოგერიის სამთავრობო ჯარის მიერ განხორციელებულ წარმატებულ სპეცოპერაციებზე, რომლის დროსაც ტერორისტებს რამდენიმე დასახლებული პუნქტის დატოვება მოუწიათ და მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.