ბოდიში ჟარგონისთვის და დაიხიეს ყველაფერი და თქვეს, რომ ზურა არის უბედური შემთხვევით დაღუპული –ლევან ვასაძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 14, 2015 01:47

ბოდიში ჟარგონისთვის და დაიხიეს ყველაფერი და თქვეს, რომ ზურა არის უბედური შემთხვევით დაღუპული –ლევან ვასაძე

ვიქნები ძალიან ცრუ და ორპირი თუ ამდენი წლის განმავლობაში ვიძახი რომ არ მინდა პოლიტიკაში მოსვლა და სინამდვილეში მენდომება–ლევან ვასაძებიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას დაღუპვის ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. ამის შესახებ ვასაძემ “რეაქციის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
“ალბათ ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ამ ვერსიის პედალირება ამდენი ხნის განმავლობაში აწყობდა იმ მხარეს, რომელმაც ის მოკლა. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილის მთავრობამ თავიდან ბოლომდე, ბოდიში ჟარგონისთვის და დაიხიეს ყველაფერი და თქვეს, რომ ზურა არის უბედური შემთხვევით დაღუპული და თუკი დამტკიცდება, რომ ის მოკლულია, ავტომატურად ჩრდილი მიადგება იმ ხალხს, ვინც ამ ვერსიას იცავდა თავიდან ბოლომდე”, – აღნიშნა ლევან ვასაძემ.
ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ გაირკვევა სიმართლე, როგორიც არ უნდა იყოს ის. “იმედი მაქვს, საბოლოოდ დაესმება წერტილი ამ შავბნელით მოცულ საქმეს”, – დასძინა ლევან ვასაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 14, 2015 01:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics