ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას კარგავს. ის ყველაფერს თავისი მარიონეტების მეშვეობით აკონტროლებს. მე არჩევნებამდე დავბრუნდები

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 13, 2015 04:02

ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას კარგავს. ის ყველაფერს თავისი მარიონეტების მეშვეობით აკონტროლებს. მე არჩევნებამდე  დავბრუნდები

მნიშვნელოვანი

  • მქონდა წინადადება პრეზიდენტ პოროშენკოსგან, რომელმაც პრემიერ მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა შემომთავაზა. ხანგრძლივი პიქრის შემდეგ უარის თქმა გადავწყვიტე.

სხვა სტატიები

New Eastern Europe მიხეილ საკაშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს. სააკაშვილი მომავალ გეგმებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრობს.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მომიწია.

მქონდა წინადადება პრეზიდენტ პოროშენკოსგან, რომელმაც პრემიერ მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა შემომთავაზა. ხანგრძლივი პიქრის შემდეგ უარის თქმა გადავწყვიტე.

ერთი მხრივ, მე ძალიან მინდოდა უკრაინის დახმარება და ახლაც შეძლებისდაგვარად ვეხმარები. მეორე მხრივ, მე უარი ვერ ვთქვი საქართველოს მოქალაქეობაზე , რადგან დახმარება საქართელოსაც სჭირდება. მოქალაქეობაზე უარის თქმა, გაახანგრძლივებდა ჩემს ქვეყანაში დაბრუნების პროცესს.

მე ხშირად ჩავდივარ კიევში, რათა მათ ჩემი გამოცდილება გავუზიარო. მაგრამ მე ასევე ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ჩემი ქვეყნის პოლიტიოკურ პროცესებში.

მე ვარ ლიდერი მთავარი, ორგანიზებული ოპოზიციური პარტიისა, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს. ჩემ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო, მე საქართველოში ვერ ვბრუნდები, თუმცა პარტიას აქედანაც ეფექტურად დავეხმარები.

ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას კარგავს. ის ყველაფერს თავისი მარიონეტების მეშვეობით აკონტროლებს. ასე რომ ჩემი დაბრუნების არანაირი ბარიერი არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე საქართველოში დავბრუნდები.

ისეთ ქვეყნებში, როგორების საქართველო და უკრაინაა, სამოქალაქო საზოგადოება ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთში. ასე რომ არანაირი საშუალება რ არსებობს, ავტორიტარულმა რეჟიმმა ადამინთა ნება-სურვილები შეაჩეროს. ჩვენ ამის გაკეთება არასოდეს გვიცდია და როდესაც ხალხმა გადაწყვიტა, მშვიდობიანად გადავეცით ხელისუფლება ოპონენტებს. ივანიშვილსაც ასე მოუწევს, რომელიც თვლის რომ მთელი ცხოვრება ხელისუფლებაში იქნება და ქვეყანა მას უკუთვნის. მას მოუწევს ხელისუფლების დათმობა, როცა ამის დრო მოვა .“

„საქართველო უკან აღარ დაბრუნდება. მან იპოვა თავისი ადგილი რუკაზე. ყველაზე დიდი მარცხი ის, რომ სრულყოფილად ვერ განვახორციელეთ ის, რაც გვსურდა. საქართველომ დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს განათლების ხელშეწყობას, რადგან გაუნათლებელი პატარა ერებით მანიპულირება ძალიან ადვილია“ – განაცხადა სააკაშვილმა ინტერვიუში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 13, 2015 04:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics