ბიძინა ივანიშვილი – ჩვენ შევძლებთ და პასუხს გავცემთ იმ არაადამიანებს, ვინც ეს ჩაიფიქრა

news
ავტ.: news იანვარი 24, 2015 19:33

ბიძინა ივანიშვილი – ჩვენ შევძლებთ და პასუხს გავცემთ იმ არაადამიანებს, ვინც ეს ჩაიფიქრა

ჩვენ შევძლებთ და პასუხს გავცემთ იმ არაადამიანებს, ვინც ეს ჩაიფიქრა და თავში მოუვიდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინსიტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს სამების ტაძარში განუცხადა, სადაც იური ვაზაგაშვილის სამძიმარზე იმყოფებოდა.

მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულის ოჯახს.

“მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. ტრაგედია ქვეყნის მასშტაბისა და საერთაშორისო დონისაა. მინდა, გავიხსენო ბატონი იურის ღვაწლი იმ ცვლილებებში, რაც ბოლო წლებში მოხდა საქართველოში, როცა მე პოლიტიკაში მოვედი და როცა გუნდი ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი პირველი გახლდათ იური, რომელსაც უდიდესი ღვაწლი აქვს იმაში, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ ძალადობის წინააღმდეგ, თუმცა მსხვერპლი ვერ ავიცილეთ. ეს შედეგია იმ ძველი ძალადობისა. დიდი ეჭვი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ეს არის გაგრძელება იმისა, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, იური ვაზაგაშვილი პირველი იყო, ვინც ხელმოწერებს აგროვებდა მის მხარდასაჭერად, როდესაც მოქალაქეობა ჩამოართვეს.

“ჩვენ შევძლებთ და პასუხს გავცემთ იმ არაადამიანებს, ვინც ეს ჩაიფიქრა და ვის თავშიც ეს მოვიდა”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

news
ავტ.: news იანვარი 24, 2015 19:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics