ბიძინა ივანიშვილი – სააკაშვილი ედრებოდა დავით აღმაშენებელს იმიტომ, რომ რეგიონში ვერავის ედრებოდა

ბიძინა ივანიშვილი - სააკაშვილი ედრებოდა დავით აღმაშენებელს იმიტომ, რომ რეგიონში ვერავის ედრებოდა

თქვენ ჩაგვაგდე ჭაობში ბატონო ბიძინა“მე რამდენჯერმე ვამბობდი, რომ მეორე წელი იქნება გასაგები, მესამე წელი იქნება კარგი, მეოთხე იქნება ძალიან კარგი. მე ამას როდესაც ვამბობდი, მხედველობაში მქონდა, რომ ჩვენ შევქმნდით იდეალურ პირობებს. ამბობენ, ივანიშვილი ამას შეგპირდათ და სადაა. მე მინდა ტელემაყურებელს შევახსენო, ნებისმიერი ქვეყნის წარმატება ეკონომიკაში ძალიან დამოკიდებულია რეგიონის წარმატებაზე და საერთოდ პარტნიორი ქვეყნების წარმატებაზე. თუ ამას არ ვიანგარიშებთ, იმ პროცესს, რომ რეგიონში თუ რაღაც ხდება, სხვა ქვეყანაზეც ეს მოქმედებს, ვისაც დიდი ეკონომიკა აქვს მასზეც, პატარა ქვეყნები, თანაც ასეთი სუსტი ეკონომიკის მონე ქვეყნები, როგორც საქართველოა უფრო მეტად სენსიტიურები არიან რეგიონში ცვლილებებზე და ამას ცდილობენ ხელისუფლებას გადააბრალონ”, -განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია იმას, რაც მოხდა გარე ფაქტორებით, მიაწერს დანაშაულად ხელისუფლებას. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ყველაფრის პრევენციები და პროგნოზი რომ ხდებოდეს, მაშინ კრიზისები საერთოდ არ იქნებოდა.
“რაც მოხდა რეგიონში ამას უნდა ანალიზი და საქართველო ამის მსხვერპლია. ოპოზიციამ ლამის ფასების დავარდნა ნავთობზე ღარიბაშვილს, ხადურს ან კვირიკაშვილს დააბრალოს. ლარის დავალვაციის შიდა მიზეზი ვერც ერთი ვერ დაასახელეს და იმ წუთში ამბობენ, რომ აი ჩამოშალეს ეკონომიკა.
2003 წელს, შევარდნაძის მთავრობის დროს ეკონომიკური ზრდა იყო 11%, 2007 წელს, სააკაშვილის მთავრობის დროსაც იყო 12%, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში საქართველო ლიდერი არ ყოფილა ეკონომიკური ზრდის ტემპებით ევროპასა და რეგიონში. ახლა კრიზისია ევროპაში, რეგიონში, 2014 წელს კი საქართველო თურმე პირველ ადგილზეა ევროპაში ზრდის ტემპებით.
გვარწმუნებდნენ, რომ საქართველოში მიდის საოცარი აღმშენებლობა და მთელი მსოფლიო საქართველოს უყურებს, ისეთი საოცრებებს სჩადის სააკაშვილი. გადაღება პლეხანოვი და ქალაქებს აშენებდა კაცი, ედარებოდა დავით აღმაშენებელს იმიტომ, რომ რეგიონში ვერავის ვერ ედრებოდა. სომხებს 14% ჰქონდათ ამ დროს ეკონომიკური ზრდა”, -განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ 2015 წელს შეიძლება ზრდის ტემპი იყოს კიდევ უფრო დაბალი ეკონომიკაში საქართველოში, მაგრამ რეგიონში და ევროპაში ლიდერი შეიძლება ისევ იყოს.
“იმას, რაც ხდება რეგიონში, საქართველო გვერდს ვერ აუვლის. ის, რომ გლობალურ ეკონომიკაში პროცესები მიმდინარეობს და ამისთვის ღარიბაშვილი და კვირკაშვილი დავსაჯოთ, რასაც ითხოვენ და გადავაყენოთ, აბსურდულია”, -განაცხადა ივანიშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიუზნეოები რომ ზნეობაზე მიგვანიშნებენ, რა თქმა უნდა საზოგადოების აღშფოთებას აქ ვიზიარებ
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: 5 ათასი ლარი არის ის მინიმუმი, რითაც შეიძლება დღეს საქართველოში კარგი მინისტრი დაიქირავო