„ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას იმისთვის არ აურჩევია, რომ პოლიტიკაში ეთამაშა“

news
ავტ.: news ივლისი 22, 2015 15:18

„ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას იმისთვის არ აურჩევია, რომ პოლიტიკაში ეთამაშა“

მნიშვნელოვანი

  • „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ნურჯანაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ პასუხისმგებელი ყოფილიყო მოსახლეობის მოთხოვნებზე, თუმცა მან ეს დაპირებები არ შეასრულა.

სხვა სტატიები

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ნურჯანაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ პასუხისმგებელი ყოფილიყო მოსახლეობის მოთხოვნებზე, თუმცა მან ეს დაპირებები არ შეასრულა.

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ დაპირებები შეესრულებინა, მართავენ არაკომპეტენტური პირები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პირადი სიმპატიებით არიან შერჩეულები.

„ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოსახლეობას არ გამოუცხადებია ნდობა იმისთვის, რომ ის მოთამაშე ყოფილიყო და ეთამაშა პოლიტიკაში. მოთამაშეები საკმაოდ ბევრი ჰყავს ქართულ პოლიტიკას. ივანიშვილი ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ თავის თავზე აეღო ის პასუხისმგებლობა, რასაც მოსახლეობა სთხოვდა და ის ჰპირდებოდა. ამის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად არანორმალური სიტუაცია, როდესაც ხელისუფლება იმართება კულუარებიდან. აბსოლუტურად არანორმალური ვითარება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინც ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს, პრეზიდენტიდან დაწყებული, თანამდებობის პირით დასრულებული, მათთვის არასასურველი პიროვნება ხდება. ჩვენ მივიღეთ არაკომპეტენტური გუნდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირად სიმპატიებზეა დაფუძნებული“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

news
ავტ.: news ივლისი 22, 2015 15:18