ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საბანკო ზედამხედველობის სამსახური ცალკე უწყებად უფრო ეფექტური იქნება

news
ავტ.: news ივნისი 4, 2015 17:07

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საბანკო ზედამხედველობის სამსახური ცალკე უწყებად უფრო ეფექტური იქნება

მნიშვნელოვანი

  • როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განუცხადა, საბანკო ზედამხედველობის სამსახური ცალკე სააგენტოა ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც არის აშშ, ინგლისი, ავსტრია, შვიცარია და სხვა.

სხვა სტატიები

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის აზრით, საბანკო ზედამხედველობის სამსახური ცალკე უწყებად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ეროვნული ბანკის შემადგენლობაში.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განუცხადა, საბანკო ზედამხედველობის სამსახური ცალკე სააგენტოა ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც არის აშშ, ინგლისი, ავსტრია, შვიცარია და სხვა.
რაც შეეხება ბიზნესსექტორის განცხადებას, რომ ეს საინვესტიციო გარემოს საფრთხეს შეუქმნის, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ისინი ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებენ რა ცვლილებები იგეგმება კანონმდებლობაში.
“პირიქით, უფრო მეტი დამოუკიდებლობა მიეცემათ კომერციულ ბანკებს. ისინი ვეღარ გახდებიან, თუ ასეთი არსებობს, მე არ ვამტკიცებ, პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი ეროვნული ბანკის მხრიდან”, – განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, რომ კომერციული ბანკები, ისევე EBRD ვერ ხედავენ პრობლემას იმაში, რომ ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის შემადგენლობაში არსებობდეს და ეს დაარსებული მოდელი ეფექტურად მუშაობს, ივანიშვილმა პარალელი გაავლო პოლიციასთან და აღნიშნა, რომ პრობლემა დღევანდელ პოლიციაშიც არ არის და გომელაური ეფექტური მინისტრია, მაგრამ უშიშროების სამსახურის ცალკე გამოყოფა ხდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტური და გამჭვირვალე გახდეს სტრუქტურა.
ამასთან, ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოშიც საბანკო ზედამხედველობის სამსახური ცალკე უწყებად არსებობდა, თუმცა ის ერთ პიროვნებას ქადაგიძეს მიაბეს, რომელიც ადრე აღნიშნული სამსახურის უფროსი იყო და შემდეგ ეროვნულ ბანკში გადავიდა.
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ კითხვის ნიშნები არსებობს იმასთან დაკავშირებით რამდენად ეფექტურია არსებული სისტემა და შესაბამისი მტკიცებულებებიც იქნება ალბათ მოპოვებული.

news
ავტ.: news ივნისი 4, 2015 17:07

Google სტატისტიკა


7,606
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics