ბიძინა ივანიშვილი: ისიც კი ვიფიქრე, ალასანიას სიტყვა ბოკერიამ ხომ არ დაუწერა-მეთქი

news
ავტ.: news თებერვალი 15, 2015 18:07

ბიძინა ივანიშვილი: ისიც კი ვიფიქრე, ალასანიას სიტყვა ბოკერიამ ხომ არ დაუწერა-მეთქი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას აკრიტიკებს. ამის შესახებ  განცხადებას ივანიშვილი, “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აკეთებს. მისი თქმით, ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადებები, ძალიან ჰგავს “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებებს. ექსპრემიერი ინტერვიუში ალასანიას კრიტიკის მიზეზებსაც განმარტავს.

” სამწუხაროა, რომ ირაკლი ალასანია და მისი პარტია ნელ-ნელა არგუმენტებზე უარს ამბობენ და”მათი გამონათქვამები “ნაციონალური მოძრაობის” რიტორიკას ემსგავსება. პირადი პატიმრებიო, რომ ამბობენ, რა მქონდა ირაკლი ალასანიასთან პირადული? კონკურენტად რომ აღვიქვამდი, ამ განცხადებას მხოლოდ იუმორით თუ ვუპასუხებ – კონკურენტის იმდენად მეშინოდა, რომ თანამდებობა სწრაფად დავტოვე?! რამდენად საინტერესო იყო ეს პოსტი ჩემთვის და რამდენად ვეჭიდავებოდი პრემიერობას, ეს ჩემი ქმედებებით კარგად აიხსნება. თანაგუნდელებმა და მთავრობის წევრებმა კარგად იციან, ალასანიას რისთვის ვაკრიტიკებდი. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზეც მკითხეს, ჯარში ჯარისკაცები სისტემატურად იწამლებიანო. მაშინ საჯაროდ დავპირდი, პროკურატურას დავავალებ გამოძიებას-მეთქი.

ამის შემდეგ მთავრობის სხდომაზეც რამდენჯერმე ვთქვი და ალასანიას ისე მივანიშნე, რომ პროკურატურისგან არაფერი მომითხოვია. ისევ ალასანიას ვეუბნებოდი, როგორმე მოახერხე, შენ გყავს შენი ჯგუფი და თუ ძმა ხარ, როგორც შეგიძლია, ვითარება იქნებ დაალაგო-მეთქი. … წავიკითხე ირაკლი ალასანიას ორი ინტერვიუ, რომელიც ბოკერიას განცხადებებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ისიც კი ვიფიქრე, ალასანიას სიტყვა ბოკერიამ ხომ არ დაუწერა-მეთქი… “-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

news
ავტ.: news თებერვალი 15, 2015 18:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics