ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას გადაცემა 20/30-ში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს

საზოგადოება 20/30-ის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას გადაცემა 20/30-ში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გადაცემა ეთერში ივნისის ბოლომდე გავა, შემდეგ ზაფხულის განმავლობაში იფიქრებენ იმის თაობაზე თუ როგორ მოხდეს განახლება.
“ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს პროექტი გაუმჯობესდეს, ახალი სახე მიიღოს. ისიც არ მინდოდა, რომ მთლიანად ჩემზე მობმული ყოფილიყო. დღის და კვირის თემებიდან გამომდინარე მაქვს ინტერესი, რომ მივიღო ისევ მონაწილეობა დღის ან კვირის გადაცემაში. მთავარია, რომ დავაფუძნეთ და კეთდება ახალი ტიპის ანალიზი, გაფილტრული, ემოციებისა და მიკერძოების გარეშე. გამოჩნდა ბევრი ახალი სახე და მათ ჩამოყალიბებას დრო სჭირდება”, – განაცხადა ივანიშვილმა.
კითხვაზე, რამდენად არის კმაყოფილი ის ახალი ანალიტიკოსებით და რომელ მათგანში ხედავს ყველაზე დიდ პოტენციალს, ივანიშვილის აცხადენს, რომ ანალიტიკოსების ჩამოყალიბება ერთ წელიწადში ვერ მოხდება, ამას დრო სჭირდება, ხოლო რომელ მათგანს გააჩნია ყველაზე დიდი პოტენციალი, მედიამ უნდა შეაფასოს.

ვირუსის ბლოკატორები