ბიუჯეტის შემოსავლები 200 მილიონით, ხარჯვითი ნაწილი კი 140 მილიონით შემცირდება

news
ავტ.: news ივნისი 29, 2015 18:27

ბიუჯეტის შემოსავლები 200 მილიონით, ხარჯვითი ნაწილი კი 140 მილიონით შემცირდება

200 მილიონით შემცირებული შემოსავლებით, ბიუჯეტის ახალი ვარიანტი ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. ბიუჯეტი 140 მილიონით მცირდება ხარჯვით ნაწილშიც, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ეს შემცირება არ გამოიწვევს სოციალური ხარჯების შეკვეცას.

ექსპერტები მიჩნევენ, რომ ბიუჯეტი რომელიც წარადგინა მთავრობამ არ იქნება საკმარისი ქვეყნის ეკონომიკისა და ლარის სტაბილურობისათვის.

ექსპერტების შეფასებით ახლა მთავარია როგორ მოხდება და როგორ დაიხარჯება თანხები დარჩენილ 6 თვეში.

“ეს იმას ნიშნავს რომ ბიუჯეტი ვერ გახდება ეკონომიკის სტაბილურობის გარანტი, შარშანდელი ტენდენცია გრძელდება, დღეისათვის დახარჯულია 4,2 მილიარდი ლარი ანუ წლის დარჩენილ ნაწილში აქამდე დახარჯულზე ერთი მილიარდით მეტია დასახარჯი. როგორ მოახერხებს ამას მთავრობა და როგორ გაანაწილებს ამას თვეების მიხედვით, ამაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული, თუ ისევ ბოლო თვეებში დახარჯა ძირითადი თანხა შედეგი იქნება ცუდი,” – აცხადებს “ეკონომიკური განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი რომან გოცირიძე.

პარლამენტის თავჯდომარე ბიუჯეტის კომიტეტებში განხილვის დასრულებას 7 ივლისისთვის ითხოვს, რათა ბიუჯეტი მთავრობას დაუბრუნდეს და შემდეგ ხელახლა შევიდეს პარლამენტში დასამტკიცებლად.

news
ავტ.: news ივნისი 29, 2015 18:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,916
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics