ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მკითხველზე გათვლილი ლიტერატურა.

news
ავტ.: news აგვისტო 7, 2015 18:36 განახლებულია

ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მკითხველზე გათვლილი ლიტერატურა.

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს უნივერსიტეტი წელს პირველად, ბათუმში დამსვენებლებს უპრეცენდენტო სიახლეს - სანაპიროს ბიბლიოთეკას სთავაზობს. პროექტის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.

სხვა სტატიები

საქართველოს უნივერსიტეტი წელს პირველად, ბათუმში დამსვენებლებს უპრეცენდენტო სიახლეს – სანაპიროს ბიბლიოთეკას სთავაზობს. პროექტის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება უფასოდ ისარგებლოს წიგნების მრავალფეროვანი არჩევანით და ამით საკუთარი დასვენების პერიოდი კიდევ უფრო სასიამოვნო, საინტერესო და სასარგებლო გახადოს.

ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მკითხველზე გათვლილი ლიტერატურა. მათ შორის ბესტსელერები და საბავშვო ლიტერატურა.ასევე, განთავსებული იქნება საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობის პროდუქციაც.

სანაპიროს ბიბლიოთეკა მთელი აგვისტოს განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება დამსვენებლებისთვის. გარდა ამისა, სანაპიროს ბიბლიოთეკა დატვირთული იქნება სხვადასხვა საინტერესო, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებებით. პროექტის სლოგანია – ზღვაა საკითხავი.

საქართველოს უნივერსიტეტი პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც დამსვენებლებს სანაპიროს ბიბლიოთეკას სთავაზობს.

news
ავტ.: news აგვისტო 7, 2015 18:36 განახლებულია