ბიბისის ხელმძღვანელს ჯერემი კლარკსონის გათავისუფლების გამო ემუქრებიან

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 29, 2015 14:22

ბიბისის ხელმძღვანელს ჯერემი კლარკსონის გათავისუფლების გამო ემუქრებიან

ბიბისის ხელმძღვანელს ჯერემი კლარკსონის გათავისუფლების გამო ემუქრებიანლონდონის პოლიციამ იმ მუქარების გამოძიება დაიწყო, რომელიც ბიბისის დირექტორმა ტონი ჰოლმა მას შემდეგ მიიღო, რაც მან სამსახურიდან ცნობილი ტელეწამყვანი ჯერემი კლარკსონი დაითხოვა.
როგორც გაზეთი Mail on Sunday იტყობინება, ტონი ჰოლმა მუქარები მაილზე გასულ ხუთშაბათს მიიღო. გამოცემის ცნობით, ჰოლი და მისი მეუღლე საკუთარ მამულში ოკსფორდშირის საგრაფოში მუდმივი დაცვის ქვეშ იმყოფებიან.
პოლიციის ცნობით, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ აღნიშნულ საქმეზე. ბიბისის ოფიციალური წარმომადგენელი კი კომენტარებზე უარს ამბობს.
ტონი ჰოლმა ჯერემი კლარკსონთან კონტრაქტი ოფიციალურად 25 მარტს გაწყვიტა.
მიზეზი კლარკსონის პროდუსერთან ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერისას ფიზიკური დაპირისპირება იყო, რომლის შედეგადაც პროდუსერმა სახის არეში დაზიანება მიიღო. ასევე, გამოძიებამ გაარკვია, რომ პროდიუსერი დიდი ხნის მანძილზე კლარკსონისგან სიტყვიერ შეურაცხყოფებს იღებდა. თვითონ ოშინ ტაიმანს, ოფიციალური საჩივარი კლარკსონზე არ დაუწერია.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ერთ-ერთი გადაღების დროს ჩხუბი იმის გამო მოხდა, რომ ჯგუფისთვის ცხელი სადილი არ იყო მზად.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 29, 2015 14:22