ბერძნებს ანაბრებიდან თანხები ინტენსიურად გააქვთ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 22, 2015 19:52

ბერძნებს ანაბრებიდან თანხები ინტენსიურად გააქვთ

ბერძნებს ანაბრებიდან თანხები ინტენსიურად გააქვთბრიუსელში ექსტრემალური სამიტი დაიწყება, რომელთა მონაწილეები კიდევ ერთხელ და შესაძლოა უკანასკნელად შეეცდებიან საბერძნეთში კრიზისის მოგვარებას.

გუშინ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპარისმა ევროკავშირის ლიდერებს ახალი წინადადება წარუდგინა, თუ როგორ შეიძლება დეფოლტისგან თავის დაღწევა.
ერთ-ერთნა ჩინოვნიკმა წინადადებებს «მრავლისმთქმელი» უწოდა.
შეხვედრამდე ციპარისმა იმედი გამოთქვა, რომ საბერძნეთის ეკონომიკა «ევროზონაში ისევ დაიწყებს აღმასვლას». სხვა შეხვედრაში მან გამორიცხა პენსიების შემცირება, ტარიფების გაზრდა და საბიუჯეტო გასავლის შეკვეცა
საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტი თვის ბოლოს უნდა გადაიხადოს. თუკი ეს ასე არ მოხდება, ქვეყანა შესაძლებელია იძულებული გახდეს ევროზონა დატოვოს, შესაძლო აევროკავშირიც.
საბერძნეთთან მოლაპარაკებები დიდი ხანია ჩიხშია. ევროპული კომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი საბერძნეთისთვის ტრანშის გამოყოპფის წინააღმდეგი არიან, რომელიც დაახლოებით 7,2 მილიარდი ევროს შეადგენს. ტრანშს ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების გატარებამდე ვერ მიიღებს.
გუშინ საბერძნეთის ნაციონალური ბანკის ხელმძღვანელმა ლუკა კაცელმა განაცხადა, რომ ბრიუსელში თუკი კიდევ ერთხელ არ მიიღწევა შეთანხმება, ეს «სიგიჟის» ტოლფასი იქნება.
ევროპის ცენტრალური ბანკი დღეს ცალკე შეხვედრას გამართავს, რომ გაარკვიოს, შეძლებს თუ არა ბერძნულ ბანკებს დამოუკიდებლად დაეხმაროს.
უკანასკნელ რამდენიმე დღეში საბერძნეთის მცხოვრებლებმა მილიარდი ევრო მოხსნეს საბანკო ანგარიშებიდან, რამაც საბანკო სექტორს დიდი დარტყმა მიაყენა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 22, 2015 19:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics