ბერლუსკონის არაოფიციალური ვიზიტი პუტინთან

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 29, 2015 15:46

ბერლუსკონის არაოფიციალური ვიზიტი პუტინთან

მნიშვნელოვანი

  • იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონი, 3 დღის განმავლობაში არაოფიციალური ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა, სადაც მას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უმასპინძლა...

სხვა სტატიები

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონი, 3 დღის განმავლობაში არაოფიციალური ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა, სადაც მას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უმასპინძლა…

გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა მეგობარი ბერლუსკონი ალტაის მხარეში მიიპატიჟა, სადაც მათ აქტიურად დაისვენეს… დაკავებული იყვნენ თევზაობით, კატუნის სანაპიროზე სეირნობით და ალტაის სამზარეულოს დაგემოვნებით. გასაჩერებელ ადგილად  პუტინმა ,,გაზპრომის,, საკუთრებაში არსებული დასასვენებელი სახლი ,,ალტაისკოე პოდვორიე,, აარჩია.

პუტინისა და ბერლუსკონის გასართობად, მობილიზებული იყო ალტაის მხარეში  მოხმედი ქორეოგრაფიული და სახალხო ფოლკლორული ანსამბლები ,,ურსული,, და ,,ალტაი,,

ბერლუსკონის არაოფიციალური ვიზიტი დაადასტურა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, თუმცა სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, ხოლო იტალიურ მედიასთან ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ ის რუსეთში პუტინის მოწვევით იმყოფებოდა… ,,მე იქ ჩავედი, რათა რუსეთი და დასავლეთი შევარიგო… დაძაბული ურთიერთობა რუსეთსა და აშშ-ს შორის, ვნებს ევროკავშირისა და იტალიის ეკონომიკურ მდგომარეობას,, განაცხადა ბერლუსკონიმ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 29, 2015 15:46

Google სტატისტიკა


3,619
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics