ბერლუსკონე ყავარჯნებით გადაადგილდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 4, 2015 14:03

ბერლუსკონე ყავარჯნებით გადაადგილდება

ბერლუსკონე ყავარჯნებით გადაადგილდება78 წლის პოლიტიკოსმა მანქანიდან გადმოსვლისას ფეხი დაიზიანა და მომდევნო 2 თვე ყავარჯნებით უნდა იაროს, ასეთია მისი ექიმის რეკომენდაცია: „არაფერი სერიოზული, უბრალოდ ფეხი იტკინა. უკიდეურეს შემთხვევაში ყავარჯნები და ფრთხილი მოძრაობებია საჭირო“ – ამბობს ექიმი.
გამოდის, რომ ყოფილი პრემიერი, რომელიც თაღლითობისთვის საზოგადოებრივ-სასარგებლო შრომას ეწევა მოხხუცთა თავშესაფარში, სასჯელის ვადის ამოწურვამდე ყავარჯნებით ივლის. სასჯელის ვადა 8 მარტს იწურება. ამის შემდეგ, როგორც ბერლუსკონიმ განაცხადა, ისევ აქტიურად აპირებს პოლიტიკაში ჩაბმას.
მიუხედავად იმისა, რომ ის პარლამენტიდან გარიცხეს და თაღლითობაშიც დაადანაშაულეს, ის თავისი პარტიის „წინ იტალია“ შეუცვლელი ლიდერია. უკანასკნელი წელი ის იშვიათად ჩანდა ტელეეკრანებსა და საზოგადოების წინაშე. მის გვერდით ისევ ფრანჩესკა პასკალეა, იმის მიუხედავად, რომ ნახევარი წლის წინ ერთმანეთს დაშორდნენ. ფრანჩესკა ბერლუსკონეზე 50 წლით უმცროსია.
ბერლუსკონე, რომელსაც სექტემბერში 79 წელი შეუსრულდება, ჯანმრთელობას არ უჩივის, თუმცა პერიოდულად მწვავე კონიუქტივიტი აწუხებს, რომლის დროსაც იძულებულია შავი სათვალეები ატაროს.
ცნობილია, რომ ბერლუსკონე დიდი ინტერესით იღებს მონაწილეობას კვლევებში, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობიას ეხება და აპირებს 120 წელი იცოცხლოს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 4, 2015 14:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics