ბერლინში ეგვიპტის მოთხოვნით «ალ-ჯაზირას» ჟურნალისტი დაიჭირეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 21, 2015 16:41

ბერლინში ეგვიპტის მოთხოვნით «ალ-ჯაზირას» ჟურნალისტი დაიჭირეს

ბერლინში ეგვიპტის მოთხოვნით «ალ-ჯაზირას» ჟურნალისტი დაიჭირესკატარის სატელიტური არხის «ალ-ჯაზირას» ჟურნალისტი აჰმედ მანსური ბერლინში ეგვიპტის მოთხოვნით დაიჭირეს.
მანსური, რომელიც ტელევიზიის არაბულ რედაქციაში მუშაობს, ბერლინის აეროპორტში კატარის ავიახაზების რეისის დაშვებისას დაიჭირეს.
ეგვიპტის ხელისუფლებამ ჟურნალისტს დაუსწრებლად 15 წელი მიუსაჯა 2011 წელს ქაიროს ცენტრში წამების ფაქტთან დაკავშირებით.
«ალ-ჯაზირამ» თავისი თანამშრომლის უდანაშაულობის შესახებ უკვე გააკეთა განცხადება და ეგვიპტის სასამართლოს გადაწყვეტილებას ჟურნალისტების გაჩუმების მცდელობა უწოდა.
თვითონ მანსურმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ სასამართლოში წაიყვანენ მისი ეგვიპტეში ექსტრადაციის საკითხის განსახილველად.
ეგვიპტის მთავრობა თვლის, რომ არხი დაჯგუფება «ძმები მუსლიმების» რუპორია და რომ მათ დიდი როლი ითამაშეს მუბარაკის რეჟიმის დამხობაში.
2013 წელს მუბარაქის რეჟიმის დამხობის შემდეგ ეგვიპტის ხელისუფლებამ რამდენიმე ჟურნალისტი დაიჭირა და დიდი ხნით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა «ძმებ-მუსლიმების» იდეის მხარდაჭერისთვის.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 21, 2015 16:41

Google სტატისტიკა


7,467
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics