ბერი ანდრიას ფონდის შვილობილი სასჯელაღსრულების სამინისტროში სტაჟირებას გაივლის

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი სიმსივნით დაავადებულ სტუდენტს, 18 წლის ოთო გოგილაშვილს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კახიშვილმა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სტაჟიორად მიიწვია.
ოთო გოგილაშვილი ორთვიან სტაჟირებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში გაივლის.
შეხვედრაზე მინისტრი სტუმარს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა და წარმატებული სტაჟირება უსურვა.
ოთო გოგილაშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სტუმრობისა და სისტემის ახლოს გაცნობის სურვილი კახა კახიშვილის ბერი ანდრიას ფონდში სტუმრობისას გამოთქვა.

ვირუსის ბლოკატორები