ბელორუსებმა ყველიერის დღესასწაულზე რუსული დროშა დაწვეს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 23, 2015 20:07

ბელორუსებმა ყველიერის დღესასწაულზე რუსული დროშა დაწვეს

მნიშვნელოვანი

  • წლევანდელი ,,მასლენიცა,,ს ზეიმი, ბელორუსიის პატარა ქალქ ჟემჩუჟნიში, რომელიც ბრესტის ოლქში მდებარეობს, ერთი უჩვეულო ფაქტით აღინიშნა... კოცონისთვის საჭირო შეშის კონაზე დამაგრებულ საფრთხობელას, რომელსაც ქალის ჩაცმულობა ჰქონდა, ქვედატანად რუსეთის დროშა ჩააცვეს და ისე დაწვეს... თან სკანდირებდნენ ,,დაე ყველაფერი ცუდი დაიწვას!,,

სხვა სტატიები

burning_russian_flagძველი სლავური მარლთმადიდებლური ტრადიციის მიხედვით, ყველიერის დღესასწაულის (,,მასლენიცა,,) დაწყებას, სლავურ ქვეყნებში სახალხო დღესასწაულებით აღნიშნავენ, რომლის დროსაც სახალხო სეირნობები, ცეკვა-თამაშები და გარკვეული რიტუალებიც ტარდება. ასე მაგალიტად ბელორუსიაში, ყველიერისადმი მიძღვნილ დღესასწაულებზე სპეციალურად კოცონისთვის მოწყობილ შეშის კონაზე საფრთხობელას ამაგრებენ და ისე ანთებენ, ნიშნად იმისა, რომ რაც წარსულში ცუდი და საშიშია  ყველაფერი ცეცხლში დაიწვას.

წლევანდელი ,,მასლენიცა,,ს ზეიმი, ბელორუსიის პატარა ქალქ ჟემჩუჟნიში, რომელიც ბრესტის ოლქში მდებარეობს, ერთი უჩვეულო ფაქტით აღინიშნა… კოცონისთვის საჭირო შეშის კონაზე დამაგრებულ საფრთხობელას, რომელსაც ქალის ჩაცმულობა ჰქონდა, ქვედატანად რუსეთის დროშა ჩააცვეს და ისე დაწვეს… თან სკანდირებდნენ ,,დაე ყველაფერი ცუდი დაიწვას!,,

ამ ფაქტს ბელორუსული მედიაც გამოეხმაურა… ჟურნალისტები სახალხო ზეიმის ორგანიზატორებს დაუკავშირდნენ და ზეიმის პოლიტიკური კონტექსტის კომენტირება თხოვეს… ,,არანაირი პოლიტიკა, უბრალოდ საფრთხობელაზე ჩაცმული კაბის ფერები დაემთხვა რუსეთის დროშის ფერებს,, დელიკატურად განაცხადეს ორგანიზატორებმა.

თავად ბელორუსი ჟურნალისტები, ამ ფაქტს ლუკაშენკოს მხრიდან, უკრაინაში რუსეთის მოქმედებებით გამოწვეული მზარდი უკმაყოფილების გამოხმაურებად მიიჩნევენ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 23, 2015 20:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,743
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics