ბედუკაძე ხიდაშელის ომი სოციალურ ქსელში–პასუხი ბედუკაძეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 17, 2015 21:24

ბედუკაძე ხიდაშელის ომი სოციალურ ქსელში–პასუხი ბედუკაძეს

პასუხი იმათ ვინც ვერ ხედავს და არ ესმის, და განსაკუთრებით კი ბედუკაძის პოლიტიკურ / იდეოლოგიურ მეგობრებს

tina-xidasheli
დიახ ნამდვილად ჯობდა ყველა შემსრულებელი, მწამებელი, დამკვეთი, ისინი ვისაც გამოძიება ევალებოდათ და არ გამოიძიეს, ხელს აფარებდნენ და ამით აქეზებდნენ ყველა დასჯილიყო და შესაბამისი ბრალი დამტკიცებოდათ ამ 3 წლის მანძილზე. ნამდვილად ჯობდა და აუცილებელი იყო ამ სისასტიკის შემქმნელები საბრალდებო სკამზე გაემწესებინა გამოძიებას სწორედ ამ ბრალდებებით, ისევე როგორც შემსრულებლები.
მაგრამ ვისაც დაუკმაყოფილებლობის განცდა გაქვთ ამ თვალსაზრისით და მეც სწორედ ასეთ ადამიანებს ვეკუთვნი ძალიან გთხოვთ მისამართი იპოვეთ სადაც ამას გააპროტესტებთ.
არ მივიღებ არც ერთ შენიშნვას, არც ერთ მინიშნებას ჩემი მისამართით. სწორედ იმიტომ რომ ამ ხალხის დასჯა აბსოლუტურ იმპერატივად მიმაჩნდა ვითხოვდი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. იმიტომ რომ ნაცმოძრაობის დროს ჩადენილი დანაშაულები, რომელთა გამომზეურებაშიც წლების განმავლობაში, აქ კლავიატურას ამოფარებული ვირთხებისაგან განსხვავებით, ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის თავისი მასშტაბით, ჩემი აზრით ცდება უბრალო სასამართლო დარბაზში გამოსატანი განაჩენების ფარგლებს და სისტემური დანაშაულის არსებობის ძალიან მაღალ ალბათობას ტოვებს.
მე, ჩემი ინფორმაციით, პროკურატურის მაშინდელი შემადგენლობის წინააღმდეგობის გამო არ დამიჭირა მხარი უმრავლესობამ და უარი მითხრეს საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.
შემდეგ სხვა კომისია შეიქმნა რომელის თავმჯდომარეც ვიყავი კომუნიკაციების სფეროში ჩადენილ დანაშაულებზე, და მგონია რომ ის დასკვნა ვისაც წაკითხული აქვს (ვაღიარებ ძალიან დიდია და შესაძლოა ბევრმა ვერ მოიცალა, არადა დანაშული ბევრი და მასშტაბური იყო, მცირე ფორმატმა ვერ დაიტია), თუ ბრმა არ არის და უბრალოდ გაბოროტებული, მიხვდებოდა კომპეტენციის და პროფესიონალიზმის მოლოდინს, რომელიც ჩემგან უნდა ქონოდა. ვინც კომისიის საქმიანობას თვალს ადევნებდა კიდევ უკეთ დაინახავდა და მიხვდებოდა როგორ მუშაობენ 24/7 რეჟიმში ადამიანები რომლებისთვისაც საქმის ბოლომდე მიყვანა და სიმართლის გამოაშკარავებაა მთავარი. გამოვიძიეთ, დავასაბუთეთ, მტკიცებულებებიც შევკრიბეთ და რისი გადაწყვეტის უფლებამოსილებაც გვქონდა გადავწყვიტეთ. თუმცა მე პირადად არც მას შემდეგ არ მიმიტოვებია ეს დასკვნა და სადამდეც შემეძლო საპარალმენტო კონტროლის ფარგლებში თვალს ვადევნებდი ჩვენი დასკვნების შესრულებას.
მე არ ვიცი რატომ იყო პროკურატურა მაშინ საპარლამენტო გამოძიების წინააღმდეგი, დაახლოებით ვხვდები, მაგრამ ის კი ვიცი რომ ეს კომისია რომ შექმნილიყო დღეს ბევრი ის პრობლემა რომელთანაც ხელისუფლებას უწევს გამკლავება შინ და გარეთ არ იარსებებდა.
ამას ვამბობდი მაშინაც და იგივეს ვამბობ ეხლაც.
ყველა, უკლებლივ ყველა მიუხედავად მათ თანამდებობის დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში საბრალდებო სკამზე უნდა დაესვათ სწორედ იმ უმძიმესი დანაშაულებისათვის რომელიც იყო ჩადენილი.
და კიდევ ერთი, დანაშაული ინდივიდუალური. მას კონკრეტული ადამიანები ჩადიან, ისინი შეიძლება ერთიანი სისტემის ნაწილი იყვნენ, ერთიანი გადაწყვეტილების რეჟიმში მოქმედებდნენ მაგრამ მაინც ინდივიდუალურად ჩადიან. ადამიანს აწამებს მეორე ადამიანი და არა ვირტუალური სისტემა. შესაბამისად, სწორედ ეს დანაშაულები უნდა იყოს გამოძიებული და შესაბამისი დამნაშავეები დასჯილი.
და როდესაც მე ვთქვი რომ კოაბიტაცია ქაფრთველმა ხალხმა დაგვავალა თქო, სწორედ ეს არის ამ წინადადების აზრი, რომელიც მესმის ბევრისთვის შეიძლება რთული მათემატიკური ფორმულაა, ვერ იგებენ, სკოლაში არ სწავლობდნენ თავის დროზე.
საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნებით ნაცმოძრაობა მეორე პოლიტიკური ძალაა. ეს კარგია თუ ცუდი, ჩემი აზრით ცუდი. მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან მათ ამომრჩეველიც ზუსტად ისეთივე მოქალაქეა ჩემი ქვეყნის როგორც ჩემი ამომრჩეველი და ნებისმიერ ხელისუფელება ვადებულია მისი ქვეყნის მოლაქეების არჩევანს პატივს სცემდეს, როგორც არ უნდა მოსწონდეს ან არ მოსწონდეს ის. ესეც ანა ბანაა ხელისუფლებააში ყოფნის და ხელისუფლობის.
რთულ მათემატიკურ ფორმულას მარტივად:
დანაშაული ინდივიდუალურია. დამნაშავის ადგილი სასამართლო დარბაზში და მოსამართლის მიერ განსაზღვრული სასჯელის მოხდის პროცესში;
პოლიტიკური პარტია როგორც სუბიექტი პოლიტიკის სუბიექტია, სანამ ის არ აუკრძლავთ. ნაცმოძრაობა მეორე ასეთ პოლიტიკურ ძალად განსაღვრა ქართველმა ამომრჩეველმა.
კოაბიტაცია კი სწორედ ამორჩევლის მიერ განსაზღვრული პოლიტიკური ძალების თანამშრომლობას ნიშნავს.
ნაცმოძრაობა ყველას მარგინალიზაციას რომ ახდენდა და არავის ელაპარაკებოდა ამიტომ გამოვარდა საქართველო ქუჩაში მრავალგზის და ამიტომაც გაისტუმრეს ხელისუფლებიდან. ქვეყანა რომ მისიანებად და მტრებად ქონდა დაყოფილი ამიტომაც აღარ არიან დღეს ქართულ ხელისუფლებაში.
ეხლა იგივეს ითხოვთ ჩვენგან? ჩავრეცხოთ ჩვენი მოქალაქეები რომლებსაც სხვა პოლიტიკური სიმპატიები აქვთ? მე ამ სავარჯიშოში ვერ გამოგყვებით. უზნეობად მიმაჩნია და იმიტომ.
სულ ეს არის.
და როდესაც დასჯის აუცილებლობაზე უზრდელურ და განსაკუთრებით სასტიკ კომენტარებს დამიწერთ ბედუკაძე მომიკითხეთ სამეგობროში, არ დაგავიწყდეთ–წერს თავდაცვის მინისტრი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 17, 2015 21:24

Google სტატისტიკა


5,794
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics