,,ბედკრული საქართველოს შვილების,, შეხვდრა კიევში

IMG_4796დღეს კიევში უნიკალური შეხვედრა შედგა… შეხვედრის უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინის ქართველმა ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, საქართველოს უკრაინული წარმოშობის ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოს უმასპინძლა…

უკრაინის ქართველმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარეს გაწეული ჰუმანიტარული დახმარების გამო, რომლის მოცულობითაც ის უკრაინის დამხმარე ქვეყნების ხუთეულში შედის… მინისტრმა ასევე აღნიშნა განსაკუთრებული როლი, რაც საქართველომ კონფლიქტის ზონიდან ევაკუირებული ბავშვების რეაბილიტაციის საქმეში გასწია.

თავის მხრივ დავით სერგეენკომაც დაარწმუნა უკრაინული მხარე, რომ მომავალშიც ყველა შესაძლებელი საშუალებებით გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, ჰუმანიტარული საკითხების გარდა, მინისტრებმა განიხილეს რეფორმების საკითხიც უკრაინისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემებში… მოილაპარაკეს, თანამშრომლობის მიმართულებებზე და მის გაღრმავებაზე.

www.timer.ge

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიერდოღანმა რუსეთს უკრაინა და ყირიმი შეახსენა
შემდეგი სტატიაგარემოს დაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა