ბარაქ ობამა: აშშ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ ზეწოლას გააძლიერებს

news
ავტ.: news იანვარი 25, 2015 18:16

ბარაქ ობამა: აშშ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ ზეწოლას გააძლიერებს

აშშ-ს პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ ზეწოლას გააძლიერებს უკრაინაში მისი ქმედებების გამო და ასევე, მზადაა, ყველა დასაშვები შესაძლებლობა გამოიყენოს დონბასში კონფლიქტის შესაჩერებლად.
დღესვე ობამა გამოვიდა მოწოდებით, შენარჩუნდეს აშშ-სა და ევროპის ერთიანობა რუსეთთან მიმართებაში აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განახლების გამო.
ობამას თქმით, ამერიკის მიზანი არ არის რუსეთის ეკონომიკის დასუსტება. თუმცა, აღნიშნა, რომ სეპარატისტების მხარდაჭერამ ზავის დარღვევა გამოიწვია.

news
ავტ.: news იანვარი 25, 2015 18:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,060
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics