ბარაკ ობამა: ამერიკული კონტინგენტის რიცხობრიობა ავღანეთში უცვლელი დარჩება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 16, 2015 02:18

ობამა აშშ-ში 10 ათას ლტოლვილს მიიღებსპრეზიდენტის ახალი გეგმის თანახმად თითქმის მთელი მომავალი წლის განმავლობაში, ამერიკული კონტინგენტის რიცხობრიობა ავღანეთში უცვლელი დარჩება. ამჟამად ავღანეთში 9800 ადამიანი იმყოფება, ხოლო ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პოსტიდან წასვლის შემდეგ 2017 წლის იანვარში, ამერიკული ჯარის კონტინიგენტი შემცირდება 5500 კაცამდე.

გასულ წელს ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ გამოიყვანდა ამერიკულ ჯარს ავღანეთიდან 2016 წელს, და დატოვებდა გამონაკილისის სახით 1000 სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც განთავსებული იქნებოდნენ ქაბულში, ამერიკის საელჩოს ბაზებზე.

გეგმაზე გადახედვა გახლდათ შედეგი ხანგრძლივი განხილვებისა, რომელიც იმართებოდა თეთრ სახლსა და პენტაგონს, სამხედრო მეთაურებსა, ავღანეთში მოსამსახურე პირებსა და ავღანეთის ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მიმდინარე გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც ავღანეთის ძალებმა გარკვეული დროის განმავლობაში დაკარგეს კონტროლი ქალაქ კუნდუზზე, რომელიც მიტაცებული იქნა “თალიბანის” ბოევიკების მიერ.

5500 სამხედრო მოსამსახურეთა ბაზები განთავსდება ქაბულში, ბერგამში, ჯელალაბადსა და კანდაგარში.

ამერიკული ჯარის მისია ავღანეთში უცვლელი რჩება, რაც მდგომარეობს: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ავღანელ მოკავშირეთა მიმართ “თალიბანის” და “ალ-ქაიდას” ძალების წინააღმდეგ ბრძოლის კონსულტაციებში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 16, 2015 02:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics