ბარაკ ობამა: ამერიკა კვლავაც ძლიერია

news
: news იანვარი 21, 2015 10:36

ბარაკ ობამა: ამერიკა კვლავაც ძლიერია

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, რამდენიმეწლიანი ომისა და რეცესიის შემდეგ, კრიზისის აჩრდილი გაქრა და ამერიკა კვლავაც ძლიერია. ამის შესახებ ბარაკ ობამამ კონგრესისთვის ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ახალი ფურცლის გადაშლის დროა.
“დღეს, ამერიკისთვის გამრღვევი 2014 წლის შემდეგ, ჩვენი ეკონომიკა იზრდება და 1999 წლის შემდეგ პირველად ქმნის სამუშაო ადგილებს სწრაფი ტემპებით”, – აღნიშნა ბარაკ ობამამ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას აქვს ახალი ინსტრუმენტები ფინანსური კრიზისის აღსაკვეთად.
ბარაკ ობამას თქმით, საშუალო კლასზე ორიენტირებული ეკონომიკა და გაზრდილი შესაძლებლობები შედეგიანია.
მან ასევე განაცხადა, რომ კონგრესმა უნდა მიიღოს კანონი, რომელიც ერთსა და იმავე საქმის შესრულებისთვის ქალების ანაზღაურებას მამაკაცების ანაზღაურებას გაუტოლებს. “2015 წელია. უკვე დროა”, – დასძინა აშშ-ის ლიდერმა.
კონგრესისთვის ყოველწლიურ მიმართვაში ბარაკ ობამამ ასევე აღნიშნა, რომ გაითვალისწინებს “რესპუბლიკელების” იდეებს.
“არა მხოლოდ გავითვალისწინებ მათ იდეებს, არამედ ვითანამშრომლებ მათთან ქვეყნის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

news
: news იანვარი 21, 2015 10:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,213
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics