ბალკანეთი – პუტინის მორიგი სამიზნე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 16, 2015 14:09

ბალკანეთი – პუტინის მორიგი სამიზნე

ბალკანეთი - პუტინის მორიგი სამიზნებრიტანული Financial Times ბულგარელი პოლიტოლოგის ივან კრასტევის სტატიას აქვეყნებს, რომელსაც „ბალკანეთი და არა ბალტიისქვეყნებია ევროპის ყველაზე სამიზნე ადგილები“ ქვია.
კრასტევი თავის მიმოხილვაში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სიტყვებს იხსენებს: „პუტინის სამიზნე შესაძლებელია ბალკანეთი აღმოჩნდეს“.
პოლიტოლოგის აზრით, მერკელის აზრი „ღირს იმად, რომ სერიოზულად დავფიქდრეთ.“
სტატიის ავტორის აზრით ევროპაში სიტუაციები ორი სცენარით შეიძლება განვითარდეს: 1. კრემლს საკუთარი ძალები გამოყავს აღმოსავლეთ უკარინიდან და დასავლეთთან ურთიერთობებს აგვარებს, და მეორე სცენარი: რუსეთის მთავრობა დასავლეთზე ზეწოლას გააგრძელებს და ყველა ძალით შეეცდება მათი დამოკიდებულება რუსეთისადმი არაერთგვაროვანი გახადოს.
უკრაინაში ფართომასშტაბურ სამხედრო ოპერაციას, სტატიის ავტორის თქმით, ბევრი მსხვერპლი მოყვება და შესაბამისად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებიც გაიზრდება.

გარდა ამისა, ამ სცენარს შეუძლია ჩანასახშივე ჩაკლას ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანების იდეა, რადგანაც ბელორუსმა და ყაზახეთმა მკვეთრი მინიშნება გააკეტეს, რომ ყველა მცდელობას, რომელიც ტერიტორიის გადახედვას შეეხება, წინააღმდეგობას გაუწევს.

„ლოგიკური იქნება თუკი რუსეთი ევროპაზე ზეგავლენას არ დაიწყებს ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან“ – აგრძელებს აზრს ბულგარელი პოლიტოლოგი.

ამ ფონზე ყველაზე ლოგიკური იქნება თუკი რუსეთი ბალკანეთის ქვეყნებში დესტაბილიზაციას მოაწყობს. დღემდე ბალკანეთის და რუსეთის ეკონომიკა ერთმანეთზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული, ამასთანავე ბალკანეთის ქვეყნებში კორუფცია ყვავის, რაც სოციალური დესტაბილიზაციის ერთ-ერთი ნიშანია ბალკანეთში.

„ბალკანეთის კონტროლირებადი კრიზისი რუსეთის პოლიტიკურ თამაშზე წყალს ასხამს -“ – წერს პოლიტოლოგი ინგლისურ Financial Times-ში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 16, 2015 14:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,170
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics