ბაკურიანში დაკარგული სამი ადამიანი ტაბაწყურში იპოვეს

news
: news იანვარი 8, 2015 16:00

ბაკურიანში დაკარგული სამი ადამიანი ტაბაწყურში იპოვეს

მნიშვნელოვანი

  • ბაკურიანში დაკარგული სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი, ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის" სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს.

სხვა სტატიები

ბაკურიანში დაკარგული სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი, ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის” სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს.

როგორც “თაიმერს” “მთის კურორტების განვითარების” კომპანიიდან აცნობეს, სამი ადამიანი, მათ შორის ერთი 11 წლის მოზარდი კურორტ დიდველიდან, ამკრძალავი ნიშნების მიუხედავად, ტაბაწყურის მიმართულებით გადავიდნენ.

მათივე ინფორმაციით, სამ საათიანი ძებნის შემდეგ ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის” სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მათ ტაბაწყურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლიეს.

“ამ დროისთვის მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ძლიერი ქარის, ნამქერისა და ცუდი ხილვადობის გამო, ტექნიკა აღნიშნულ წერტილთან ვერ მიდის. თუმცა ისინი მაშველებს ფეხით ამოყავთ,”-აცხადებს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის” ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი.

წინასწარი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციას დაახლოებით ორი საათი დასჭირდება.

news
: news იანვარი 8, 2015 16:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,100
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics