ბათუ ქუთელია – აბაშიძე-კარასინის ფორმატი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკვე საფრთხეს უქმნის

news
: news თებერვალი 26, 2015 20:06

ბათუ ქუთელია – აბაშიძე-კარასინის ფორმატი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკვე საფრთხეს უქმნის

მნიშვნელოვანი

  • აბაშიძე-კარასინის ფორმატი თავისი ფორმითა და შინაარსით უკვე საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ განუცხადა.

სხვა სტატიები

აბაშიძე-კარასინის ფორმატი თავისი ფორმითა და შინაარსით უკვე საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ განუცხადა.
“ის საკითხები, რომლებიც იქ განიხილება და ამ გადაწყვეტილებების მიღების ფორმა, თუ რა უნდა იყოს განხილული, სცდება ყველანაირ ინსტიტუციურ ჩარჩოს, რომელიც ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს. აქედან გამომდინარე, ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს”, – აღნიშნა ქუთელიამ.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პრაღის ფორმატში დღეს აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხიც განიხილება, ბათუ ქუთელია აცხადებს, რომ გაუგებარია, რატომ უნდა განხილულიყო ეს საკითხი ახლა და რა მანდატი აქვს აბაშიძეს, რომ ამ თემაზე ისაუბროს .”რა ინსტიტუციური პროცესი გაიარა ამ მანდატის ფორმირებამ, ჩვენთვის უცნობია. აქედან გამომდინარე, ეს უკვე ბევრ ეჭვს და შეკითხვას ბადებს”, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ და დასძინა, რომ ამ შეკითხვებს პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რა ხდება საერთოდ.

news
: news თებერვალი 26, 2015 20:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics