“ბათუმში 2 საწარმოს მფლობელ ბიზნესმენს სავიზო რეგულაციების გამო ქვეყანის დატოვება უწევს”

news
ავტ.: news მარტი 27, 2015 15:16

“ბათუმში 2 საწარმოს მფლობელ ბიზნესმენს სავიზო რეგულაციების გამო ქვეყანის დატოვება უწევს”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები უცხოელი ინვესტორებისთვის ხელის შეშლის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც მთავრობის მხრიდან საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების ხელის შეშლის კონკრეტული შემთხვევის შესახებ ისაუბრა. დარჩიაშვილმა საზოგადოებას წარუდგინა უკრაინის მოქალაქე, ბიზნესმენი თენგიზ იაკობაშვილი რომელსაც საქართველოში 2011 წლიდან, ქ. ბათუმში აქვს საამშენებლო მასალების ორი საწარმო, ცნობილი უკრაინული კომპანიის DISC-M ფილიალი, სადაც დღეისათვის დასაქმებულია 25 ადამიანი. დღემდე საწარმოში ინვესტირებულია 3 მილიონი ლარი. ბიუჯეტში გადარიცხულია მილიონამდე ლარი. ბ-ნი იაკობაშვილის განცხადებით, კომპანია აპირებდა 2017 წლამდე 25 მილიონი ლარის დამატებით ინვესტირებას და 700 ადამიანის დასაქმებას როგორც ბათუმში, ისე ქუთაისსა და თბილისში. თუმცა 26 მარტს იუსტიციის სამინისტრომ თენგიზ იაკობაშვილს ბინადრობის მოწმობაზე უარი უთხრა. „ძნელია საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობის გარდა რამე სხვა ვუწოდოთ იუსტიციის სამინისტროს მოქმედებას, რომელიც პირდაპირ ხელს უშლის ინვესტიციებს ჩვენს ქვეყანაში - ე.ი. ვალუტის შემოდინებას და ადამიანების დასაქმებას. დღეს, როცა სიღარიბის და ლარის დევალვაციის შეჩერება სწორედ ასეთი საშუალო ზომის ინვესტიციებს შეუძლია, მსგავსი ქმედება დაუშვებელია,“ განაცხადა დარჩიაშვილმა. „გაუგებარია, თუკი ადამიანს - რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, წარმოშობით საქართველოდანაა და მშობლებიც აქ ყავს - სურს ჩამოვიდეს, ჩადოს ჩვენს ეკონომიკაში ფული, გასწიოს ეკონომიკური საქმიანობა და დაასაქმოს ადამიანები, რატომ უნდა შევუშალოთ ხელი?“ დასძინა მან. დარჩიაშვილის თქმით, ბიზნესმენ თენგიზ იაკობაშვილის შემთხვევა არ არის გამონაკლისი და ზოგად სურათს ასახავს. ამ სიტუაციაში მან ყურადღება გაამახვილა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოღებული სავიზო რეგულაციების გაუქმების და 2014 წლის 1 სექტემბრამდე არსებული რეჟიმის აღდგენის საჭროებაზე, რის შესახებაც კანონპროექტი პარლამენტში გიორგი კანდელაკს აქვს შეტანილი. „სავიზო რეგულაციების ასეთი გამკაცრება მეგობარი ქვეყნების მოქალაქეების მიმართ ევროკავშირს არამც და არამც არ მოუთხოვია. დღეს როგორც არასდროს ჩვენს ხალხს ჭირდება სწორედ ასეთი ინვესტიციები. მოვუწოდებთ მთავრობას და უმრავლესობას მხარი დაუჭიროს ჩვენი ეკონომიკისთვის აუცილებელი სისტემის აღდგენას,“ დასძინა დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილმა საზოგადოებას წარუდგინა უკრაინის მოქალაქე, ბიზნესმენი თენგიზ იაკობაშვილი რომელსაც საქართველოში 2011 წლიდან, ქ. ბათუმში აქვს საამშენებლო მასალების ორი საწარმო, ცნობილი უკრაინული კომპანიის DISC-M ფილიალი, სადაც დღეისათვის დასაქმებულია 25 ადამიანი. დღემდე საწარმოში ინვესტირებულია 3 მილიონი ლარი. ბიუჯეტში გადარიცხულია მილიონამდე ლარი. ბ-ნი იაკობაშვილის განცხადებით, კომპანია აპირებდა 2017 წლამდე 25 მილიონი ლარის დამატებით ინვესტირებას და 700 ადამიანის დასაქმებას როგორც ბათუმში, ისე ქუთაისსა და თბილისში. თუმცა 26 მარტს იუსტიციის სამინისტრომ თენგიზ იაკობაშვილს ბინადრობის მოწმობაზე უარი უთხრა.

„ძნელია საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობის გარდა რამე სხვა ვუწოდოთ იუსტიციის სამინისტროს მოქმედებას, რომელიც პირდაპირ ხელს უშლის ინვესტიციებს ჩვენს ქვეყანაში – ე.ი. ვალუტის შემოდინებას და ადამიანების დასაქმებას. დღეს, როცა სიღარიბის და ლარის დევალვაციის შეჩერება სწორედ ასეთი საშუალო ზომის ინვესტიციებს შეუძლია, მსგავსი ქმედება დაუშვებელია,“ განაცხადა დარჩიაშვილმა.

00013J.Still148

„გაუგებარია, თუკი ადამიანს – რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, წარმოშობით საქართველოდანაა და მშობლებიც აქ ყავს – სურს ჩამოვიდეს, ჩადოს ჩვენს ეკონომიკაში ფული, გასწიოს ეკონომიკური საქმიანობა და დაასაქმოს ადამიანები, რატომ უნდა შევუშალოთ ხელი?“ დასძინა მან.

დარჩიაშვილის თქმით, ბიზნესმენ თენგიზ იაკობაშვილის შემთხვევა არ არის გამონაკლისი და ზოგად სურათს ასახავს. ამ სიტუაციაში მან ყურადღება გაამახვილა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოღებული სავიზო რეგულაციების გაუქმების და 2014 წლის 1 სექტემბრამდე არსებული რეჟიმის აღდგენის საჭროებაზე, რის შესახებაც კანონპროექტი პარლამენტში გიორგი კანდელაკს აქვს შეტანილი.

00013J.Still149

„სავიზო რეგულაციების ასეთი გამკაცრება მეგობარი ქვეყნების მოქალაქეების მიმართ ევროკავშირს არამც და არამც არ მოუთხოვია. დღეს როგორც არასდროს ჩვენს ხალხს ჭირდება სწორედ ასეთი ინვესტიციები. მოვუწოდებთ მთავრობას და უმრავლესობას მხარი დაუჭიროს ჩვენი ეკონომიკისთვის აუცილებელი სისტემის აღდგენას,“ დასძინა დარჩიაშვილმა.

news
ავტ.: news მარტი 27, 2015 15:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,972
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics