21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

ბათუმში უცხოელებს შორის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა- დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გავცრელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის კონფლიქტი მოხდა. ბრალდებულებმა კონფლიქტში მონაწილე ორ პირს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები მიაყენეს – მათ შორის ერთ-ერთ მათგანს ცივი იარაღით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებულ პირებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

“სამართალდამცველებმა ბრალდებული პირები მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
შემდეგი სტატია“დაგროვებითი სისტემა კრახით დასრულდა”- “ძლიერი საქართველო” საპენსიო ფონდის გაუქმებას ითხოვს