ბათუმში ავტომობილი ტროტუარზე სამ ადამიანს დაეჯახა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 22, 2015 20:57

ბათუმში ავტომობილი ტროტუარზე სამ ადამიანს დაეჯახა

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად სამი ქალი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, წერეთლის ქუჩაზე ავტომობილი ტროტუარზე ავიდა და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა. ავტოავარიის შედეგად სამი ქალბატონი დაშავდა.
მომხდარ ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრი.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ავტომობილი მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და პროდუქტების მაგიდებს დაეჯახა.
როგორც გარემოვაჭრეები ყვებიან, მძღოლი შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული. გარემოვაჭრეების ვარაუდით, მძღოლი ცუდად გახდა და მომხდარი შემთხვევა ამან გამოიწვია.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით. უწყების განმარტებით, მძღლი ადგილიდან არ მიმალულა. რაც შეეხება მოქალაქეებს, სამმა მათგანმა მსუბუქი სახის დაზიანება მიიღო და ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 22, 2015 20:57

Google სტატისტიკა


6,269
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics