ბათუმის ქუჩები დაიტბორა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 25, 2015 23:19

ბათუმის ქუჩები დატბორადღეს, საღამოს მოსულმა უხვმა ნალექმა ბათუმის ქუჩები დაიტბორა. ადგილობრივების თქმით, წვიმის შედეგად დაიტბორა სახლები. სამაშველო სამსახურს ზოგიერთ ქუჩაზე ჩარჩენილი მანქანების გამოყვანა უწევთ.დატბორილია 26 მაისის ქუჩის ნაწილი, პუშკინიდან ბაგრატიონის ქუჩების კვეთამდე. მანქანებს ქუჩაში გაადგილება უჭირთ. წყლის დონე თანდათან მატულობს და იქმნება სახლების პირველი სართულების დატბორვის საფრთხე.
26 მაისის ქუჩაზე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ წყლის დონე ქუჩაში 30-40 სანტიმეტრს აღწევს. ბათუმში საათზე მეტი ხანია გადაუღებლად წვიმს.

ძლიერი წვიმის გამო შესაბამისი უწყებები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული. ამ წუთებში კი ქალაქის მერიაში იკრიბებიან, სადაც შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა მოხდება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 25, 2015 23:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics