“ბადაშვილი მხოლოდ ინსტრუმენტი და მომსახურე პერსონალია ბიძინა ივანიშვილის ხელში” – სერგო რატიანი

news
ავტ.: news აპრილი 13, 2015 16:50

“ბადაშვილი მხოლოდ ინსტრუმენტი და მომსახურე პერსონალია ბიძინა ივანიშვილის ხელში” – სერგო რატიანი

თავისუფალ დემოკრატებსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარების თაობაზე კონსულტაციები შედგა. თავისუფალი დემოკრატების ინიციატივას ბადაშვილის საკანონმდებლო ორგანოში მისვლასთან დაკავშირებით იზიარებენ ნაციონალურ მოძრაობაშიც.

დეპუტატების ძირითადი დაინტერესება პროკურატურაში რამდენიმე თვის წინ შექმნილ დეპარტამენტს უკავშირდება. ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ დეპარტამენტი პოლიტიკური ბრძოლის იარაღია.

“ამ დეპარტამენტის შექმნა, როგორც აჩვენებს მთელი ეს გასული დრო, არის აუცილებელი მხოლოდ იმისთვის, რომ პოლიტიკური დევნა განახორციელოს, სხვა მიზნები მას არ აქვს. ბადაშვილი არის მხოლოდ ინსტრუმენტი, მომსახურე პერსონალი ბიძინა ივანიშვილის ხელში,” – აცხადებს სერგო რატიანი.

თავისუფალი დემოკრატების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავად ბადაშვილმა აუხსნას კანონმდებლებს თუ რა ხდება ახალი დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე და რას ისახავს მიზნად.

“არა მარტო ოპოზიციას, არამედ უმრავლესობას და ხელისუფლებასაც უნდა აინტერესებდეს რას და როგორ აპირებს დღევანდელო პროკურატურის ე.წ. ახალგაზრდა გუნდი ამ მნიშვნელოვანი ფუნქციისთვის თავის გართმევას.” – აცხადებს ზურაბ წერეთელი.

მმართველი გუნდი მთავარი პროკურორის პარლამენტში მისვლის აუცილებობას ვერ ხედავს აუცილებლობას. უფრო დეტალურად უმრავლესობის პოზიციის შესახებ 6 საათიან “კურიერში”.

ალასანიას თანაგუნდელებმა ბადაშვილის პარლამენტში მისვლის საკითხი უახლოეს პლენარულ სხდომაზე უნდა დააყენონ.

news
ავტ.: news აპრილი 13, 2015 16:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,170
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics