ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 1 ივლისს დაიწყება

news
ავტ.: news ივნისი 12, 2015 12:04 განახლებულია

ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 1 ივლისს დაიწყება

მნიშვნელოვანი

  • 2015-2016 სასწავლო-სააღმზრდელო წლის რეგისტრაციის პროცესი თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 1 ივლისს 13:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები

2015-2016 სასწავლო-სააღმზრდელო წლის რეგისტრაციის პროცესი თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 1 ივლისს 13:00 საათზე დაიწყება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან 100 000–ზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვები (სოციალურად დაუცველები); სსიპ “სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს” ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები და იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ხოლო მეორე ეტაპზე სხვა დანარჩენი ბავშვები.
რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეულ მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში ელექტრონულ მისამართზე: www.kids.org.ge.

news
ავტ.: news ივნისი 12, 2015 12:04 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,490
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics